| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცხელი ზაფხულის შემდეგ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდის საჯარო სკოლამ მოსწავლეებს ცოდნის, მეგობრობისა და ახალი აღმოჩენების სამყაროში უხმო.
ახალი სასწავლო წელი სკოლაში საზეიმოდ დაიწყო. ახალი თაობის მისაღებად სკოლაში განსაკუთრებულად მოემზადნენ. ეს გამორჩეული დღე მოსწავლე-მასწავლებლებმა ერთად იზეიმეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს, რომელთათვისაც ეს დღე სასკოლო ცხოვრების დასაწყისია. მათ სიურპრიზი მოუმზადა თემის მკვიდრმა, რიმა გაგნიძემ. მან პირველკლასელებს ულამაზესი სასკოლო ჩანთები, საკანცელარიო ნივთები და სასწავლო პროცესისთვის საჭირო სხვა ატრიბუტები შეუძინა. რიმა გაგნიძემ ყურადღება არც მეთორმეტეკლასელებს მოაკლო და მათ ფულადი საჩუქრები გადასცა.
ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა. მათი თქმით, მსგავსი მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია როგორც ბავშვებისთვის, ისე მთელი სასკოლო თემისთვის. ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს სკოლის დირექტორმა, ირმა გაგნიძემ, მიულოცა. მან მოსწავლეებს წარმატება და წინსვლა უსურვა და რიმა გაგნიძეს მადლობა გადაუხადა იმ ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის, რომელიც მან სკოლის მოსწავლეების მიმართ გამოიჩინა.
„მიილია ზაფხულის ცხელი და სასიამოვნო დღეები! სოფლის შარაგზას კვლავ მოეფინა მხიარული გოგო-ბიჭების ჟრიამული!
სკოლის ზარმა კვლავ მოუხმო მოსწვლეებს ცოდნის, მეგობრობისა და ახალი აღმოჩენების სამყაროში.
მოსწავლეებს სკოლა საზეიმოდ მოწყობილი დახვდათ. იყო გულთბილი მილოცვები, ცეკვები, სიმღერები და მშობლების მადლიერება მასწავლებლებისა და ქველმოქმედი ადამიანისადმი! ჩვენი თემის მკვიდრმა, ქალბატონმა რიმა გაგნიძემ ჩვენს პირველკლასელებს ულამაზესი სასკოლო ჩანთები, ყველა საკანცელარიო ნივთი და საჭირო ატრიბუტები შეუძინა, ხოლო მეთორმეთეკლასელებს ფულადი საჩუქარი გადასცა!
სკოლის დირექტორი ირმა გაგნიძე დიდი სიყვარულით მიესალმა მოსწავლეებს, წარმატება და წინსვლა უსურვა, მადლობა გადაუხადა ქ- ნ რიმას ესოდენ დიდი პატივისცემისთვის“,- გვიყვებიან სკოლაში.
წინ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ცოდნის, აღმოჩენების, საინტერესო გამოცდილებებისა და ახალი წარმატებების კიდევ ერთი წელი ელოდებათ.
იხილეთ ვიდეო
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას