სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ეისიმ“ მოსწავლეებს პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად უქცია
18-09-2026
-
+


კერძო სკოლა „ეისიში“ ახალი სასწავლო წელი დიდი ზარ-ზეიმით დაიწყო.

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს დიდი სიყვარულით ელოდნენ და ყველაფერი გააკეთეს, რომ ბავშვებისთვის პირველი სასწავლო დღე დღესასწაულად ექციათ.

15 სექტემბერს სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართა. სასკოლო ცხოვრების დაწყება ბავშვებს მიულოცეს საყვარელმა ზღაპრის გმირებმაც და ეს დღე კიდევ უფრო გაულამაზეს. ანიმატორებმა ბავშვები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. 

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი აკადემიური წელი უსუსრვა.

„წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს

ჩემო საყვარელო, მოსწავლეებო და მასწავლებლებო გილოცავთ ახალი სასწავო წლის დაწყებას. მახარებს თქვენი ბედნიერი სახეების დანახვა, მინდა, რომ სულ ბედნიერებს გხედავდეთ ჩვენო პატარა მეგობრებო, რომლებმაც შემოაღეთ კიდევ ერთხელ სკოლის კარი, პირველკლასელებს კი განსაკუთრებული სისათუთით ვეფერები, მინდა, სჯეროდეთ, რომ სწავლით მიიღწევა დასახული მიზნები და იპყრობა მწვერვალები. ჩვენ, პედაგოგები, სასკოლო საზოგადოება ძალ-ღონეს არ დავიშურებთ სასახელო და წარმატებული თაობები აღვზარდოთ, ვასწავლოთ მათ წიგნის სიყვარული, გამოვუმუშაოთ შრომის უნარი და რაც მთავარია მშობლების თანადგომით აღვზარდოთ და ჩამოვაყალიბოთ კარგ ადამიანებად, რადგან მიმაჩნი თუ ადამიანს ადამიანობა არ აქვს მისი სწავლა-განათლება არაფერს წარმოადგენს და საშიშიც არის. წარმატებები და წინსვლა!

მალე ახალ შენობაში გადავალთ, რომელიც აბსოლუტურად აკმაყოფილებს მოთხოვნებს და ლამაზ და გამორჩეულ შენობაში, მეტი ენთუზიაზით და მოტივაციით გააგრძელებთ სწავლას, თითოეული ჩვენი მოსწავლე ჩვენთვის გამორჩეული და ძვირფასია, გვიყვარხართ და გვეიმედებით! გჯეროდეთ გამარჯვების!!!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა. 

იხილეთ ვიდეო 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება