| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა ინტოქსიკაციის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ გამოძიების შემდეგ თუ რომელიმე კომპანიის ბრალეულობა გამოიკვეთება, შესაბამისად, პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება:
„რამდენადაც ვიცი, ერთი კომპანიის მიერ ხდება მომარაგება... ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს გამოძიება და თუ რომელიმე კომპანიის ბრალეულობა გამოიკვეთება, პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.
როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს წინ ვერ გავუსწრებთ... ზოგადად, კონტროლი ხდება. არის კონკრეტული კომპანია, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს კვებას, შესაბამის მომსახურებას.
როგორც ჩანს, კონკრეტული პრობლემა იყო, თუმცა, მოვლენებს მე წინ ვერ გავუსწრებ. მთავარია, შესაბამისმა უწყებებმა გაარკვიონ მიზეზი, იყო თუ არა კონკრეტული კომპანიის, ან კომპანიების ბრალეულობა. ამ შემთხვევაში, პასუხისმგებლობაც დადგება. თუმცა, ნუ გავუსწრებთ წინ გამოძიებას, უნდა იყოს გამოკვლეული ეს საკითხი და შემდეგ შეგვეძლება გავაკეთოთ კომენტარი“.
ცნობისთვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად დაიწყო მოკვლევა თბილისში ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში პედაგოგებს წინსვლას ულოცავენ
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას