სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ 26-ე სასწავლო წელი ზღაპრულად დაიწყო
18-09-2026
-
+


სიახლეებით, გამოწვევებითა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით დატვირთული ზაფხულის შემდეგ არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

15 სექტემბერს სკოლამ კარი უკვე 26-ედ გახსნა და მოსწავლეებს, მათ შორის ახალ თაობას, თბილი და სადღესასწაულო გარემო დაახვედრა.

„სიახლეებით, გამოწვევებით, საზრუნავით სავსე ზაფხულის შემდეგ, ბევრი ფიქრის, ბევრი შრომისა და ბევრი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შემდეგ... დადგა შემოდგომა.

ყველა სირთულე და დაბრკოლება გადალახულია, ყველა გამოწვევა - დაძლეული,

ყველაფერი მზად არის იმისთვის, რომ სკოლა „ოცნებამ“ უკვე 26-ედ გახსნას კარი, 26-ედ შეეგებოს ახალ სასწავლო წელს და კიდევ ერთ ახალ თაობას ჩაჰკიდოს ხელი, რათა ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები ერთად გადადგან. წინ ახალი მიზნები, ახალი შესაძლებლობები, ახალი წარმატებები და უამრავი ლამაზი დღე გველოდება. მაშ ასე! 2026-2027 სასწავლო წელი იწყება!“,- აღნიშნეს სკოლაში და სასწავლო წლის დაწყებას სკოლაში ტრადიციულად დიდი ზარ-ზეიმით შეხვდნენ და საოცრად თბილი და მხიარული გარემო დაახვედრეს მოსწავლეებს.

ბავშვებს პირველ სასწავლო დღეს საყვარელი გმირებმა უმასპინძლეს. განსაკუთრებული სიყვარულით სავსე დახვედრა მოუწყვეს პირველკლასელებს, მათ ხომ  განსაკუთრებული მოვლა და  სიყვარული სჭირდებათ, უცხო გარემოსთან შეგუება. 

დიდი სიყვარულით მიმართა სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებს და მშობლებს სკოლის დირექტორმა ირინა ცაავამ.

„ამ სკოლამ ბევრი წარმატებული მოსწავლე აღზარდა, რომლებმაც შრომით, თავდადებით და სწვლით მიაღწიეს დასახულ მიზნებს. 

„ოცნება“ 2000 წელს დაარსდა ქ. წყალტუბოში და გამოირჩევა სწავლების მაღალი ხარისხით, უსაფრთხო, დაცული გარემოთი და მცირე ჯგუფებით, რაც მეტ ყურადღებას ნიშნავს თითოეული მოსწავლის მიმართ.

15 სექტემბერი და დღის მთავარი გმირები - სკოლა „ოცნების“ პირველკლასელები.

პირველი ზარი, პირველი მასწავლებელი, პირველი გაკვეთილი

ბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება, ყველაზე პატარა „ოცნებელებო!“,- აღნიშნა სკოლის ხელმძღვანელმა და სასკოლო საზოგადოებას წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი სასწავლო წელი უსურვა.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლა ერთი კვირით შეწყდება, შემოგვთავაზეს, ჩვენც მოვძებნოთ ალტერნატიული ფართი“- რას ამბობს თბილისის 21-ე სკოლის დირექტორი

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება