სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არიან ადამიანები, რომელთა დაკარგვასთან შეგუებაც შეუძლებელია“ - ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა პედაგოგ ლელა ჭყონია-თალაკვაძეს ემშვიდობება
18-09-2026
-
+


ოზურგეთის N3 საჯარო სკოლა პედაგოგ ლელა ჭყონია-თალაკვაძეს გლოვობს.

სკოლის დირექცია და პედაგოგები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ პედაგოგის გარდაცვალების გამო და აღნიშნავენ, რომ მათ დაკარგეს საუკეთესო მასწავლებელი, კარგი მეგობარი, საოცრად დადებითი, სიკეთით აღსავსე პიროვნება. 

ლელა ჭყონია-თალაკვაძე სკოლაში ისტორიას ასწავლიდა და საკუთარ პროფესიას დიდი სიყვარულით მსახურებოდა. მისი გარდაცვალება არა მხოლოდ ოჯახისა და სკოლის, არამედ მთლიანად სასკოლო საზოგადოებისთთვის დიდი დანაკლისია. 

„დღეს სიტყვები განსაკუთრებით უძლურია… ლელა, შენი წასვლა უდიდესი ტკივილია. ძნელია დავიჯეროთ, რომ ლელა აღარ იქნება ჩვენს გვერდით - აღარ იქნება მისი თბილი ღიმილი, კეთილი სიტყვა და ის განსაკუთრებული სიმშვიდე, რომელიც მის გვერდით ყოფნას მოჰქონდა. არიან ადამიანები, რომელთა დაკარგვასთან შეგუებაც შეუძლებელია, რადგან ისინი უბრალოდ არ მიდიან - მათთან ერთად თითქოს რაღაც ძალიან ძვირფასი გეცლება გულიდან. შენ სწორედ ასეთი ადამიანი იყავი. მადლობა ყველა იმ სითბოსთვის, სიკეთისთვის და ადამიანობისთვის, რაც დაგვიტოვე. შენი სახელი, შენი ღიმილი და შენი ნათელი კვალი ჩვენში დარჩება მანამდე, სანამ შენი გახსენება შეგვეძლება. მშვიდად განისვენე, ლელა… ნათელი და სანთელი შენს კეთილ სულს. სკოლა გლოვობს საუკეთესო ისტორიის პედაგოგის ლელა ჭყონია თალაკვაძის დაკარგვას“,- ვკითხულობთ  სამძიმრის წერილში.

„ეტალონის“ გუნდი უერთდება სამძიმარს და ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ასეთი ღირსეული ადამინის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ, ოჯახსა და სკოლას. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

„ნუ გავუსწრებთ მოვლენებს...“ - პრემიერი ბაღებში ბავშვების მოწამვლაზე

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ქველმოქმედს ამ ლამაზი ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადეს მოსწავლეთა მშობლებმა და სკოლის წარმომადგენლებმა

სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება