სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ხამისქურის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
17-09-2026
-
+


ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისქურის საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეთა მოტივაციაზე გამორჩეულად იზრუნეს და მათ საზეიმოდ მორთულ-მოკაზმული სასკოლო სივრცე დაახვედრეს. 

15 სექტემბერი განსაკუთრებით ამაღელვებელი იყო პირველკლასელებისთვის. მათ საკლასო ოთახში მზრუნველი და მოსიყვარულე დირექტორი მზია ჟვანია და პედაგოგები შეუძღვნენ და პირველი სასწავლო დღის მღელვარება სიხარულად უქციეს. პატარები არაერთ სახალისო აქტივობაში ჩაერთნენ, მათ საზეიმოდ გადაეცათ კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. 

სკოლაში ახალი თაობის მიღება ყოველთვის დღესასწაულია, მათ ამაღლებულ განწყობაზე ზრუნვა კი სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილი. 

სკოლის დირექტორმა, მზია ჟვანიამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა და წარმატებული და ნაყოფიერი აკადემიური წელი უსურვა. 

ყველაზე პატარებს კი საინტერესო და სახალისო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი

მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია

ორ ან მეტ სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების საყურადღებოდ - ცვლილება კარიერული წინსვლის სქემაში 

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები
სასკოლო საზოგადოებას სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორმა - ქეთევან მურცხველაძემ
 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში გამორჩეულად მოემზადნენ

 

პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება