| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი განსხვავებულად დაიწყო.
სკოლა იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აღმოჩნდა, რომელთაც 2026-2027 სასწავლო წელს პირველკლასელი არ ჰყავთ.
წინარეხის სკოლაში იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ სკოლის ეზო კვლავ აივსება პირველკლასელთა ჟრიამულით. სკოლა კი მათ კარს ფართოდ გაუღებს. მანამდე კი სკოლაში 2026 წლის კურსდამთავრებულთა მიღწევებით ხარობენ. წინარეხის საჯარო სკოლაში ახალგაზრდებს ახალი ეტაპის დაწყებას ულოცავენ და იმედოვნებენ, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება მათ მომავალში მიზნების მიღწევაში დაეხმარება.
წინარეხის საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს საქართველოს სრულიად სასკოლო საზოგადოებას!
აქვე აღვნიშნავთ, რომ წინარეხის სკოლა იმ 188 სკოლას შორის აღმოჩნდა, რომელთაც წელს რეგისტრირებული პირველკლასელი მოსწავლე არ ჰყავს. ეს დღე ხომ პირველ რიგში სწორედ მათთვისაა ყველაზე ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი; სკოლაც ხომ ყველაზე მეტად მათი მიღებით ხარობს — სწორედ მათით არსებობს და სუნთქავს.
თუმცა, როგორც ილია გვახსენებს: „აწმყო თუ არა გვწყალობს, მომავალი ჩვენია!“
ჩვენც გვჯერა მომავლის და გვჯერა, რომ წინარეხის სკოლა კვლავ აივსება ბავშვების ჟრიამულით, მათი სიცილითა და ნაბიჯების ხმაურით. სამომავლოდ ნებისმიერ მოსწავლეს ფართოდ გავუღებთ სკოლისა და გულის კარს და მოუთმენლად დაველოდებით ჩვენს პატარა ოჯახში, მათზე ზრუნვისა და აღზრდისთვის.
მანამდე კი ჩვენს კურსდამთავრებულებზე მოგიყვებით...
2025–2026 სასწავლო წლის დასრულებისას წინარეხის საჯარო სკოლა, იზა კალომლეწავის ხელმძღვანელობით, მაქსიმალურად ცდილობდა, ყველაზე დიდი სიყვარულით, ყველაზე ორიგინალურად და დასამახსოვრებლად გაეცილებინა ჩვენს ბუდეში თვალსა და ხელს შუა გაზრდილი პატარა მერცხლები და, უკვე დაფრთიანებულნი, ახალი სკოლის კედლებისკენ, ახალი ემოციებისა და გამოცდილების შესაძენად გაეშვა.
იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი ახალ სასწავლო გარემოში კიდევ მეტ ცოდნას, გამოცდილებასა და თავგადასავალს შეიძენენ, რაც შემდგომ მათ ახალი ცხოვრებისკენ წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება.
გილოცავთ, ბავშვებო, ახალი ეტაპის დაწყებას!
და ჩვენ კი ვიტოვებთ ყველაზე თბილ მოლოდინს — რომ გაიზრდებით საამაყო შვილებად, ოჯახის, სკოლისა და სამშობლოს სასახელოდ!
„მათ ახალთ აღგიდგინონ შენ დიდების დღენია...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება
„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“
„სწავლის დაწყებიდან 2 დღეში ვიგებთ, რომ სკოლაში მისვლა საშიშია... ვანგრევთ სკოლებს, რათა ცათამბჯენები აშენდეს“ - მშობლებისა და მასწავლებლების პროტესტი
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლის დირექტორმა მარინე ტლაშაძემ მოსწავლე-მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას