სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დაე, ჩვენს შრომას მუდამ თან სდევდეს მოსწავლეების ბედნიერი თვალები“- ავრანლოს  სკოლის დირექტორის მიმართვა კოლეგებსა და რესურსცენტრის წარმომადგენლებს
08-09-2026
-
+


წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ჯაყელი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით პედაგოგებსა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებს მიმართავს, სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობაზე საუბრობს.

დირექტორი აღნიშნავს, რომ სკოლა მხოლოდ ცოდნის მიღების ადგილი არ არის და მასწავლებლის მთავარი მისია მოსწავლეებისთვის გზის გაკვლევა, მათი შესაძლებლობების აღმოჩენა და ღირსეულ, მოაზროვნე თაობად ჩამოყალიბებაში საკუთარი წვლილის შეტანაა.

მილოცვასთან ერთად, სკოლის დირექტორი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს პედაგოგ თამარ გოგოლაძის მიმართ, რომელმაც ავრანლოს საჯარო სკოლაში 13 წელი იმუშავა.

მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგი პროფესიულ საქმიანობას სხვა სკოლაში გააგრძელებს, დირექტორის თქმით, მისი მრავალწლიანი შრომა და სკოლისთვის გაწეული ამაგი კოლექტივის ისტორიაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს.

„ძვირფასო კოლეგებო და რესურსცენტრის წარმომადგენლებო!

სამყაროს ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ მომავალი სადღაც შორს კი არ იწყება, არამედ აქ - სასკოლო სივრცეში, სადაც ყოველ სექტემბერს ხელახლა იბადება შემეცნების სურვილი. ახალი სასწავლო წლის დაწყება არ არის მხოლოდ კალენდარული თარიღი; ეს არის ახალი ნაბიჯი უცნობის აღმოსაჩენად, სადაც ჩვენ, მასწავლებლებს, უდიდესი მისია გვაკისრია - ვიყოთ მეგზურები ამ საინტერესო გზაზე.

ადამიანი ყოველთვის იმას გასცემს, რითაც თავად არის სავსე. შეუძლებელია სხვას მიჰმადლო სინათლე, თუ შენსავე შინაგან სამყაროში არ გიზგიზებს შემოქმედებითი ცეცხლი. მასწავლებლობა ხომ სწორედ ეს არის - საკუთარი სინათლით სხვისი გზის განათება, ბავშვის სულში იმ უხილავი ძალისა და ნიჭის გაღვიძება, რომელიც მას ნამდვილ ადამიანად აქცევს. ყოველ გაკვეთილი არის შესაძლებლობა, ავაშენოთ და არა დავანგრიოთ, შევქმნათ ყალბი სიმაღლეებისგან თავისუფალი, ღირსეული და მოაზროვნე თაობა.

მინდა გულითადად მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის თავდადებულ პედაგოგებს, რომელთა ამაგზეც დგას ჩვენი სკოლის ყოველდღიურობა. ამავდროულად, ამ მნიშვნელოვან დღეს ვულოცავ წალკის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, რომელიც მუდმივად ჩვენს საიმედო დასაყრდენს წარმოადგენს, და ყველა იმ მასწავლებელს, ვინც ამ დიდ მისიას ერთგულად ემსახურება.

სკოლა ცოცხალი ორგანიზმია, სადაც გზები ხშირად იკვეთება და იცვლება. სწორედ ამ ახალი დასაწყისის ჟამს, მინდა განსაკუთრებული მადლიერებით მივმართო ჩვენს ძვირფას კოლეგას, ქალბატონ თამარ გოგოლაძეს, რომელმაც ჩვენს სკოლაში 13 წელი დაჰყო. 13 წელი - ეს არის ეპოქა, ერთგულების, დაუღალავი შრომისა და უამრავი აღზრდილი თაობის ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ის საქმიანობას სხვა სკოლაში აგრძელებს, მისი ღვაწლი და სინათლე მუდამ დარჩება ავრანლოს საჯარო სკოლის კედლებში.

გისურვებთ, რომ ეს წელი ყველასთვის ყოფილიყოს შემოქმედებითი შთაგონების, შინაგანი მშვიდობისა და პროფესიული სიხარულის მომტანი. დაე, ჩვენს შრომას მუდამ თან სდევდეს მოსწავლეების ბედნიერი თვალები და იმის განცდა, რომ ჩვენი ყოველი სიტყვა და ნაბიჯი უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება. პატივისცემით, მიხეილ ჯაყელი“,- ვკითხულობთ დირექტორის გავრცელებულ წერილში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება