| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ტყიბულის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა წახალისებით, ცოდნის გაღრმავებაზე აქტიურად ზრუნავენ, ამ მიზნით კი აქტიურად არიან ჩართული სხადასხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ ინიციატივებში.
ამჯერად, სკოლაში ავთანდილ ქურციკიძის წარმატებითა და მონდომებით ხარობენ ხარობენ.
ავთანდილ ქურციკიძემ, მონაწილეობა მიიღო კემბრიჯის ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდაში - FCE for Schools-ში და და ინგლისური ენის ცოდნის B2 დონე წარმატებით დაადასტურა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდაში მონაწილეობა მნიშვნელოვანი გამოცდილება და დიდი ნაბიჯია ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარების გზაზე.
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ვამაყობთ ჩვენი მოსწავლით!
ვულოცავთ ავთანდილს ამ მნიშვნელოვან წარმატებას და ვუსურვებთ ბევრ გამარჯვებას, ახალ შესაძლებლობებსა და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მომავალში!
გვჯერა, რომ მისი შრომისმოყვარეობა და მონდომება არაერთ წარმატებულ შედეგს მოუტანს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა