სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ტრადიციულად, ჩვენს პირველკლასელებს დიდი სიხარულითა და საზეიმო განწყობით ვხვდებით“ - კირიხლოს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლად მზადაა 
07-09-2026
-
+


ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლებში სამზადისი დასასრულს უახლოვდება. განსაკუთრებით ემზადებიან იმ პატარების დასახვედრად, რომლებიც წელს პირველად შეაღებენ სკოლის კარს. 

სასწავლო პროცესის განახლებას მზადყოფნით ხვდება მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირიხლოს საჯარო სკოლა. 

აზერბაიჯანულენოვან საშუალო სკოლაში წელს 13 პირველკლასელს ელოდებიან. ტრადიციულად, სკოლაში მოსწავლეთა საზეიმო მიღება გაიმართება. სკოლის დირექტორი და მასწავლებლები პატარებს საზეიმო გარემოში, გულთბილი მილოცვებით დახვდებიან.

სკოლის დირექტორის, მეხმან მუსაევის თქმით, პირველკლასელებისთვის პირველი სასკოლო დღის განსაკუთრებულად დაგეგმვა მნიშვნელოვანია, რათა ბავშვებმა სკოლა დადებით ემოციებთან და სასიამოვნო მოგონებებთან დააკავშირონ.

„ტრადიციულად, ჩვენს პირველკლასელებს დიდი სიხარულითა და საზეიმო განწყობით ვხვდებით. გვინდა, პატარებს პირველი სასკოლო დღე განსაკუთრებით დაამახსოვრდეთ. ბავშვებს ასევე გავახარებთ სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი საჩუქრებით“, - ამბობს სკოლის დირექტორი. 

განსაკუთრებულად მორთულ-მოკაზმული დახვდებათ პირველკლასელებს საკლასო ოთახებიც. 

დირექტორის თქმით, საზეიმო განწყობა და თბილი დამოკიდებულება ბავშვებს ახალ გარემოსთან ადაპტაციაში ეხმარება, ასეთი მიდგომა კი ხელს უწყობს ბავშვებში სასწავლო მოტივაციის ამაღლებას.

„მოსწავლეებისადმი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს. ეს თბილი დამოკიდებულება კი ყოველთვის დადებითად აისახება მათ განწყობაზე. როდესაც მოსწავლე თავს კარგად გრძნობს, ის უფრო მობილიზებული და სწავლაზე ორიენტირებულია“, - აღნიშნავს მეხმან მუსაევი.

წელს პირველკლასელები სკოლის კარს სასკოლო ფორმებით შეაღებენ. 

დირექტორი ფორმების შემოღებას დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ ერთიანი სამოსი მოსწავლეებს შორის თანასწორობის განცდას გააძლიერებს. 

„ძალიან მახარებს სკოლებში ფორმების შემოღება, ჩვენ ამ მხრივაც, ახალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებული ვხვდებით. მახარებს, რომ მოსწავლე მოსწავლეს დაემსგავსება და ყველა ერთნაირად ჩაცმული იქნება. ძალიან დროული იყო ფორმების შემოღება“,- აღნიშნავს დირექტორი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

შეზღუდვა მასწავლებლებისთვის - მხოლოდ 1 საგნის გამოცდაზე დარეგისტრირებას ეს პედაგოგები შეძლებენ

„რეალურად უამრავი სერიოზული პრობლემაა სკოლებში“...

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება