სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„სასკოლო ფორმა მოსწავლეებს შორის თანასწორობის განცდას აძლიერებს“ - ლეჟბადინის საჯარო სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი
07-09-2026
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესის გასაახლებლად მზადაა. 

ქართულ-აზერბაიჯანულენოვან საშუალო სკოლაში, წელს 11 პირველკლასელს ელოდებიან. 4-ს აზერბაიჯანულენოვან, 7-ს ქართულენოვან სექტორში.

მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის პირველი დღე ტრადიციულად დიდი ზარ-ზეიმით ჩაივლის. გაიმართება საზეიმო მიღება - პატარებს სკოლის დირექტორი დურსუნ ისმაილოვი, პედაგოგები და მთელი სასკოლო საზოგადოება ყვავილებით, ბუშტებითა და გულთბილი მილოცვებით დახვდებიან. 

სკოლაში მიაჩნიათ, რომ პირველკლასელებისთვის სასწავლო წლის პირველი დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ყველაფერს აკეთებენ რომ პატარებისთვის ეს დღე დაუვიწყარ მოგონებად და სასიამოვნო გამოცდილებად აქციონ.

პირველ სასწავლო დღეს მოსწავლეებს სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი კომპიუტერები, სახელმძღვანელოები და სასწავლო პროცესისთვის საჭირო რვეულები გადაეცემათ, რის შემდეგაც პირველკლასელებს დამრიგებელი საკლასო ოთახში შეუძღვება. დამრიგებლები ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ მოსწავლეთა საზეიმო განწყობასა და მოტივაციაზე, ამიტომ საკლასო ოთახების მორთვა-მოკაზმვას დიდი დაპუხისმგებლობით უდგებიან და პატარებს სასკოლო ცხოვრების დაწყებით გამოწვეულ მღელვარებას სიხარულად უქცევენ. 

წელს პატარები სკოლის კარს სასკოლო ფორმებით შეაღებენ. 

სკოლის ხელმძღვანელი დურსუნ ისმაილოვი დადებითად აფასებს სასკოლო ფორმების შემოღებას და მიიჩნევს, რომ ერთიანი ფორმა მოსწავლეებს შორის თანასწორობის განცდის გაძლიერებას შეუწყობს ხელს.

„სასკოლო ფორმების შემოღება აუცილებელი იყო. როდესაც ზოგიერთი ოჯახის შემოსავალი უფრო მაღალია, ბავშვებს განსხვავებული, შედარებით ძვირადღირებული სამოსი აცვიათ, ეს შეიძლება ნაკლები შემოსავლის მქონე ოჯახების შვილებისთვის გულსატკენი იყოს. ვფიქრობ, ფორმა ამ განსხვავებას ამცირებს და მოსწავლეებს შორის თანასწორობის განცდას აძლიერებს. არ უნდა იგრძნობოდეს ბავშვებს შორის კლასობრივი განსხვავება. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას მთელი ჩვენი სასკოლო საზოგადოება დადებითად ვხვდებით და მიგვაჩნია, რომ ის ძალიან სასარგებლო იქნება“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება