სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის წარმატებაა“ - ვანთის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ 
02-09-2026
-
+


თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში, მათთვის სასურველ სასწავლო პროგრამებზე ჩაირიცხნენ.

სკოლაში აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობდნენ, დღეს კი ხარობენ, რომ მათმა მრავალწლიანმა შრომამ შედეგი გამოიღო, ამაყობენ ახალგაზრდების მიღწევებით და კურსდამთავრებულებს წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„გვინდა განსაკუთრებული სიამაყით აღვნიშნოთ ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა წარმატება. მათ წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და უმაღლესი შეფასებები მიიღეს, რითაც კიდევ ერთხელ  დაადასტურეს საკუთარი ცოდნა, შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა.

გვყავს 7 წარმატებული კურსდამთავრებული, რომელთა მიღწევაც ჩვენი სკოლისთვის დიდი სიამაყისა და სიხარულის საფუძველია. თითოეული მათგანის წარმატება არის მრავალწლიანი შრომის, სწავლისა და თავდადების შედეგი.

ვულოცავთ ჩვენს კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებულ სტუდენტურ ცხოვრებას, საინტერესო პროფესიულ გზასა და კიდევ არაერთ გამარჯვებას. გვჯერა, რომ ისინი ღირსეულად გააგრძელებენ  იმ წარმატების ისტორიას, რომელიც ჩვენს სკოლასთან ერთად შექმნეს.

თქვენი წარმატება ჩვენი სკოლის წარმატებაა“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება