სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში თავისუფლდება მოსწავლე ფორმის ტარებისგან? - განათლების მინისტრის განმარტება​
09-08-2026
-
+


რა ხდება იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადდება? - საკითხთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გივი მიქანაძე განმარტებას ავრცელებს.

მინისტრის თქმით, სკოლაში ფორმის გარეშე გამოცხადების შემთხვევაში საკითხი მოსწავლის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განიხილება.

როგორც გივი მიქანაძე სამინისტროს ოფიციალურ Facebook-გვერდზე გავრცელებულ ვიდეოში განმარტავს, სკოლა მშობელთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის გზით დაადგენს ამის მიზეზებს.

თუ ბავშვს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შუძლია ფორმის ტარება მშობელი წარმოადგენს შესაბამის სამედიცინო ცნობას, რის საფუძველზეც მოსწავლე თავისუფლდება ფორმის ტარებისგან და მას მხოლოდ შინაგანაწესით დადგენილი ჩაცმის წესის დაცვა მოეთხოვება, თითოეული ასეთი შემთხვევა, განიხილება ინდივიდუალურად, ბავშვის ჯანმრთელობისა და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში თუ მშობელი ვერ ასაბუთებს თუ რატომ ამბობს მოსწავლე უარს სასკოლო ფორმის ტარებაზე, საკითხი დარეგულირდება სკოლის შინაგანაწესის შესაბამისად. 

მინისტრის თქმით, თითოეული შემთხვევა განიხილება სკოლაში მოქმედი წესებისა და დისციპლინური პროცედურების ფარგლებში, მოსწავლის საუკეთესო ინტერესისსა და აღმზრდელობითი მიდგომების გათვალისწინებით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება