სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა და დირექტორის ემოციური მიმართვა მოსწავლეებს
28-05-2026
-
+


დღეს etaloni.ge ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის შესახებ გიამბობთ, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რეგიონში ერთ-ერთი უმსხვილესი საგანმანათლებლო კერა - აქ 850 მოსწავლე იღებს განათლებას; აღსანიშნავია, რომ სკოლას ხელმძღვანელობს გამოცდილი პედაგოგი და ლიდერი ანაიდა აბგარიანი, რომელმაც დირექტორთა სასერტიფიკაციო გამოცდაზე უმაღლესი შედეგი აჩვენა და სკოლის მართვა ოფიციალურად გადაიბარა.

ქალბატონ ანაიდას განათლების სისტემაში მუშაობის 31-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აქვს, აქედან 6 წელი დირექტორის მოადგილედ, შემდეგ კი მოვალეობის შემსრულებლად მუშაობდა და როგორც თავად გვიამბობს, მის წარმატებაში, პროფესიონალიზმთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახელმწიფო ენის სრულფასოვანმა ცოდნამ.

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლამ წელს კიდევ 43 კურსდამთავრებული გააცილა ცხოვრების ახალ ეტაპზე და ქალბატონი ანაიდა etaloni.ge-ს უმხელს, რომ სკოლა განსაკუთრებით ამაყობს თავისი მოსწავლეების აკადემიური შედეგებით: 7 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალოსანობის კანდიდატი ჰყავთ, 17 კურსდამთავრებული სწავლას უმაღლესი განათლების მიმართულებით აგრძელებს, ნაწილი სომხეთში, რამდენიმე მათგანი კი უცხოეთში გეგმავს განათლების მიღებას.

„ჩემთვის მოსწავლეები შვილებივით არიან... თითოეულ მათგანთან განსაკუთრებული, თბილი დამოკიდებულება და სიყვარული მაკავშირებს. რაც შეეხება კურსდამთავრებულებს, ისინი ჩემს თვალწინ დაფრთიანდნენ, სკოლამ კი განუვითარა უნარები, რომლებიც წარმატებების მიღწევაში დაეხმარებათ: მიაჩვია დროის მენეჯმენტს, მისცა საფუძვლიანი განათლება, გაუღვივა ემპათიის, ტოლერანტობის გრძნობა... ეს თვისებები ცხოვრების რთულ, მაგრამ საინტერესო გზაზე მუდამ გაჰყვებათ“, - ღიმილით გვეუბნება ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის დირექტორი და დასძენს, რომ ასეთივე სიამაყით ელიან მომავალ პირველკლასელებს:

„2026-2027 სასწავლო წელს 80 პირველკლასელი შემოაბიჯებს სკოლაში და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ღირსეულად დავხვდეთ - აუცილებლად შევუქმნით ისეთ გარემოს, სადაც შეუყვარდებათ სწავლა, სკოლა და ერთმანეთი“.

ანაიდა აბგარიანი, როგორც არაქართულენოვანი სკოლის ლიდერი, სახელმწიფო ენის ცოდნის აუცილებლობაზეც გვესაუბრება და აღნიშნავს, რომ არაქართულენოვანი სკოლისათვის უმთავრეს პრიორიტეტს სახელმწიფო ენის შესწავლა უნდა წარმოადგენდეს. ამაყობს, რომ ამ მიმართულებით სკოლას უდიდესი მიღწევები აქვს და ამის დასტურია კალიგრაფიის კონკურსში ახალქალაქის N2 საჯარო სკოლის მოსწავლის წარმატება - „მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაკეთი ქართული წიგნიც, რომელმაც საპრიზო ადგილი დაიკავა... ბავშვები განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პირადად დააჯილდოვა და სპეციალური ვაუჩერები გადასცა“, - ამბობს დირექტორი.

პარალელურად, სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს ეკოკლუბი - მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები გარემოსდაცვით ღონისძიებებსა და დაცული ტერიტორიების მოვლაში; არც სულიერ განვითრებას ივიწყებენ - სკოლას ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდა მხატვრები, რომელთა ნამუშევრებიც დიდ მოწონებას იმსახურებს; ხშირად ტარდება ღონისძიებები, სადაც ბავშვები გუნდური მუშაობის, მხატვრული კითხვის, თავისუფალი აზროვნების უნარებს ივითარებენ... და ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ფიზიკურ აღზრდას. პრინციპით - „ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია“, სკოლაში რეგულარულად იმართება სპორტული შეჯიბრებები.

ანაიდა აბგარიანის თქმით, წარმატებული სკოლის მთავარი საიდუმლო სწორ კომუნიკაციაშია. მისი მართვის „ფორმულა“ ეფუძნება დირექტორს, პედაგოგებსა და მოსწავლეებს შორის ორმხრივ პატივისცემას, ერთმანეთის მოსმენისა და აზრის გაზიარების უნარს. საუბრის დასასრულს კი, ქალბატონი ანაიდა თავის საყვარელ მოსწავლეებს ემოციური სიტყვებით მიმართავს:

„ჩვენს მომავალ თაობას, პირველ რიგში, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას ვუსურვებ. მინდა, ჩამოყალიბდნენ საქმის პროფესიონალებად, იყვნენ კარგი ადამიანები და საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. ჩემო საყვარლებო, ამაყად იარეთ მომავლისკენ და სადაც უნდა იყოთ, ყოველთვის გახსოვდეთ, ვისი გორისა ხართ!“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ჩაჭრილია 11 პროცენტით მეტი აბიტურიენტი - 2025-2026 წლების მონაცემთა შედარება

სკოლები, რომლებშიც სწავლა ჰიბრიდულ რეჟიმში დაიწყება - მიზეზი რუსთაველის გამზირზის რეაბილიტაციაა

ინფორმაცია იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ნაშრომი გასაჩივრებული ჰქონდათ

საჯარო სკოლის პედაგოგებმა TikTok-ზე ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ვიდეოების გამო იჩივლეს 

 

 

ჩარიცხულთა ყველაზე მასშტაბური წილი მოდის სამ მსხვილ სახელმწიფო უნივერსიტეტზე - თსუ, სტუ და ილიაუნი ლიდერები არიან

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ოზურგეთის N4 საჯარო სკოლის 36 კურსდამთავრებული სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

წვირმის საჯარო სკოლის ერთადერთი კურსდამთავრებული თსუ-ს სტუდენტი გახდა

ჭუბერის სკოლიდან სტუდენტობისკენ - ხუთი კურსდამთავრებული უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება