სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საათები სრულად ანაზღაურდება - რომელ მასწავლებლებს აღარ დააკლდებათ ხელფასი სექტემბრიდან
08-05-2026
-
+


განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, გრძელდება მუშაობა მასწავლებელთა პროფესიული მხარდაჭერისა და შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.  

ცნობილია, 2024 წელს განათლების სამინისტრომ მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება გაუზარდა, თუმცა 2 წლის განმავლობაში პედაგოგებს უნდა დაედასტურებინათ კომპეტენცია იმ საგანში, რომელსაც ასწავლიდნენ, წინააღლმდეგ შემთხვევაში მათი ხელფასი კვლავ ძველი წესით იქნებოდა დაანგარიშებული, რაც მასწავლებლებისთვის ხელფასის შემცირებას ნიშნავდა.

ახლანდელი გადაწყვეტილებით, სამინისტრომ ეს წინაპირობა ნაწილობრივ გააუქმა. როგორც უწყება აცხადებს, მასწავლებლების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებისა და მათი მხარდაჭერის მიზნით, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება:

2026-2027 სასწავლო წლიდან იმ მასწავლებლებს, რომელთაც კომპეტენცია დადასტურებული აქვთ VII-XII კლასების ქართულ ენასა და ლიტერატურაში და/ან მათემატიკაში, უფლება ექნებათ აღნიშნული საგნები ასწავლონ V-VI კლასებში და მიეცემათ დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურება.

ვინაიდან სისტემაში არსებობს I-VI კლასების  ქართული ენისა და ლიტერატურისა და მათემატიკის საგნობრივი კომპეტენციის დადასტურების გამოცდა, V-VI კლასებში აღნიშნული საგნების საათები თავდაპირველად გადაუნაწილდებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც I-VI კლასებში აქვთ სწავლების უფლება.

საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საგნები ჩვენი საქართველო (V-VI კლასები) და მე და საზოგადოება (III-IV კლასები) მიეკუთვნება საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფს და შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, აღნიშნული საგნების სწავლების შესაძლებლობა ექნებათ იმ მასწავლებლებს, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ისტორიის, გეოგრაფიის ან სამოქალაქო განათლების სწავლების უფლება.

ასევე, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დადასტურებული კომპეტენციის შესაბამისი ანაზღაურებით, მე და საზოგადოების საგნის სწავლების შესაძლებლობა  მიეცემათ იმ მასწავლებლებსაც, რომლებსაც მოპოვებული აქვთ ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) კომბინირებულად სწავლების უფლება.

მოგეხსენებათ, რომ მიმდინარეობს მასწავლებელთა საგნობრივ გამოცდებზე რეგისტრაცია. შესაბამისად, იმ პირებს, რომლებიც დარეგისტრირდნენ გამოცდებზე, მაგრამ ზემოაღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, აღარ სურთ გამოცდის ჩაბარება, შესაძლებლობა აქვთ, 11 მაისის 18:00 საათამდე განცხადებით მიმართონ სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს, გააუქმონ კონკრეტულ საგანზე რეგისტრაცია და დაიბრუნონ გადახდილი თანხა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება