სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ბაღების აღმზრდელებისათვის ამ მასშტაბისა და შინაარსის ტრენინგი არასდროს ჩატარებულა“ - საბავშვო ბაგა-ბაღების პერსონალის გადამზადება დაიწყო
11-07-2018
-
+


სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტების/პროგრამის კოორდინატორების გადამზადება დღეიდან დაიწყო. 

ტრენინგის მიმდინარეობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გიორგი მაჩაბელი გაეცნენ.

მათ ტრენინგის მნიშვნელობასა და მასშტაბურობაზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც ლია გიგაურმა აღნიშნა, თუ აქამდე სკოლამდელი დაწესებულებები მხოლოდ სააღმზრდელო ფუნქციის იყო, დღეიდან ახალი სტრატეგიის ფარგლებში, სკოლამდელი დაწესებულებები ხდებიან ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის შემადგენელი ნაწილი:

„დღეიდან ორწლიანი მოსამზადებელი სამუშაობის შემდეგ, ადრეული და სკოლამდელი განათლების რეფორმამ პრაქტიკაში განხორციელება დაიწყო. მომზადდა სხვადასხვა მიმართულების ეროვნული სტანდარტი, მათ შორის, მასწავლებლის პროფესიული, საგანმანათლებლო სტანდარტები, ტრენინგ მოდულები. დღეს ჩვენ უკვე იმ აღმზრდელ-პედაგოგების მომზადება დავიწყეთ, რომლებიც იქნებიან რეფორმის განმახორციელებლები. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ყველა მათგანმა კარგად გაითავისოს ის ძირეული ცვლილებები, რომლებიც სექტემბრიდან სკოლამდელ დაწესებულებებში უნდა განხორციელდეს. სკოლამდელი დაწესებულებები წლების განმავლობაში მხოლოდ სააღმზრდელო იყო და არ ხორციელდებოდა განათლების კომპონენტი და დღეს უკვე ახალი სტრატეგიის ფარგლებში, სკოლამდელი დაწესებულებები ხდებიან ერთიანი საგანმანათლებლო სისტემის შემადგენელი ნაწილი. ამიტომ რეფორმა გახლავთ ძალიან მასშტაბური და მნიშვნელოვანი,“ - განაცხადა ლია გიგაურმა.

ტრენინგ მოდულს საქართველოს მასშტაბით 600-მდე სკოლამდელი დაწესებულების მეთოდისტი გაივლის, რომელთაგან სერტიფიცირებულებს საშუალება მიეცემათ, ტრენინგები ჩაუტარონ სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებს. 

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის, გიორგი მაჩაბლის თქმით, ბაღის აღმზრდელებისათვის ამ მასშტაბისა და შინაარსის ტრენინგი არავის არ ჩაუტარებია:

„ჩვენ ეტაპობრივად გადავამზადებთ 600-მდე სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებს, რომლებიც, თავის მხრივ, გადაამზადებენ სხვა აღმზრდელ პედაგოგებს. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია. აქამდე ბაღების აღმზრდელებისათვის ამ მასშტაბისა და შინაარსის ტრენინგი არავის ჩაუტარებია. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი წარმატებულად ჩაივლის,“ - აღნიშნა გიორგი მაჩაბელმა.

ტრენინგზე მეთოდისტები გაეცნობიან ადრეული და სკოლამდელი განათლების სტანდარტებს. ასევე, თუ რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და დამოკიდებულებები უნდა ჰქონდეს 21-ე საუკუნის მოქალაქეს, რას გულისხმობს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონი და ბავშვის უფლებათა კონვენცია, როგორია ბავშვის განვითარების ძირითადი მახასიათებლები.

ტრენინგ მოდული 33 სესიისგან შედგება, თითოეული სესიის ხანგრძლივობა არის ორი საათი.

ტრენინგ მოდულის შეფასება ხორციელდება 100-ქულიანი სისტემით. სერტიფიკატის მისაღებად მონაწილე უნდა დაესწროს ტრენინგ-მოდულის 80%-სდა 100-ქულიდან დააგროვოს მინიმუმ  60 ქულა.

ტრენინგ მოდული „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ მოდულის” შემუშავებულია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განაცხადების მიღება დაიწყო - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს

ვის აქვს მასწავლებლის მომზადების 60 კრედიატიან პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება - ცვლილებები უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდა

„კარიერული წინსვლა აღარ იქნება დაკავშირებული რაიმე ტიპის გამოცდასთან“...

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სალათი, დესერტი და კოქტეილი

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება ქართული ლიტერატურისა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ

დიდი სამსარის საჯარო სკოლაში მეოთხეკლასელთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

 

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება