სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უფროსმა მასწავლებელმა 20, წამყვანმა - 12, მენტრომა - 6 საათიანი ტრენინგკურსი უნდა გაიაროს - დეტალები
05-03-2026
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის ვალდებულებები კარიერული განვითარების სქემითაა გათვალისწინებული. ეს კი ნიშნავს, რომ სასწავლო წლის დასაწყისში პედაგოგებმა უნდა შეადგინონ საგნობრივი სასწავლო გეგმა და მის ფარგლებში წარმართონ სასწავლო პროცესი; აგრეთვე, ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს დირექტორთან ან ხარისხის მხარდამჭერ ჯგუფთან განიხილავს შედეგებს, იღებს უკუკავშირს და იმავდროულად ევალება ტრენინგების გავლა: უფროსი მასწავლებელი გადის 20 საათიან, წამყვანი - 12, ხოლო მენტორი 6 საათიან კურსს.

სქემაში ვკითხულობთ, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ბაზაზე მასწავლებლის პროფესიული ვალდებულებებია:

ა) სასწავლო წლის დასაწყისში, თვითშეფასების საფუძველზე საგნობრივი სასწავლო გეგმის (კურიკულუმის) შედგენა;

ბ) საგნობრივი სასწავლო გეგმის თითოეული თემის ფარგლებში სასწავლო პროცესის წარმართვა და განხორციელებული საქმიანობის რეფლექსია (თვითშეფასება);

გ) თითოეული თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებული თვითშეფასების/შეფასების და საგაკვეთილო დაკვირვების/დაკვირვებების შედეგების ანალიზის საფუძველზე პროფესიული საჭიროებების გამოკვეთა და საგნობრივი სასწავლო გეგმის განვითარების დინამიკის უზრუნველყოფა;

დ) ყოველი სემესტრის/სასწავლო წლის ბოლოს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორთან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პროფესიული განვითარების მიზნით განხორციელებული აქტივობების/სტრატეგიების შედეგების განხილვა, რის შედეგადაც დირექტორისგან ან ხარისხის განვითარებისა და მხარდაჭერის ჯგუფისგან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) იღებს განმავითარებელ უკუკავშირს;

ე) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული ან დადგენილი წესის შესაბამისად აღიარებული ტრენინგკურსის/კურსების გავლა:

ე.) უფროსი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 20 საკონტაქტო საათი;

ე.) წამყვანი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 12 საკონტაქტო საათი;

ე.) მენტორი მასწავლებელი გაივლის ტრენინგს მინიმუმ 6 საკონტაქტო საათი;

ვ) ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, საჭიროებებიდან გამომდინარე, პროფესიული განვითარების სხვა აქტივობის/აქტივობების განხორციელება; 

ზ) კოლეგებთან თანამშრომლობა სასკოლო კულტურის განვითარებისა და მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად; თ) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობისას ეთიკური ნორმების დაცვა“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

5 პოპულარული პროფესიულ პროგრამა, სადაც ყველაზე მეტი სტუდენტი აბარებს

კარიერული განვიტარების მსურველმა პედაგოგებმა ტრენინგები უნდა გაიარონ

„ეროვნულებზე საგანში გადასალახი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“ ცნობილია - ბრძანება პროფესიულ პროგრმებზე სტუდენტთა მიღებას ეხება 

„სკოლა მოსწავლის ჩარიცხვას ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნისა და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს“

თუ უნივერსიტეტში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებულ ლიმიტს, ეს ადგილები უმაღლეს მომავალ წელს დააკლდება

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N141 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი​ ნინო თოფურია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სკოლა „ცოდნას“ დაწყებითი კლასების მასწავლებელი სალომე ქაჯაია პასუხობს

სკოლები

კინოჩვენების მიზანია - მოსწავლე გაეცნოს ნიკო ფიროსმანის რთულ, ცხოვრებას და მოღვაწეობას, თავგადასავალს

გაკვეთილი მეტად საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა

დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეებმა წარმოადგინეს ნაწყვეტი მოთხრობიდან - „ნამწყემსარის მოგონებანი“

ვიზიტის ფარგლებში, მოსწავლეები ადგილზე გაეცნენ სააგენტოს საქმიანობის მნიშვნელოვან მიმართულებებს

 

საინტერესო

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

დაწყებითი საფეხურის მოსწავლების ნაწილი სახელმძღვანელოს გადაფურცვლას „სქროლვით“ ცდილობს - კვლევა ბრიტანეთში 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება