სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რამდენი მილიონია გამოყოფილი საბავშვო ბაღებისა და სააგენტოსთვის - 2026 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტი
21-11-2025
-
+


2026 წელს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ბიუჯეტი 3 მილიონ ლარზე მეტი იქნება, ხოლო საბავშვო ბაგა-ბაღების ხელშეწყობისთვის, 29 მილიონ ლარზე მეტი.

როგორც დედქალაქის ბიუჯეტის პირველად პროექტში წერია: საბავშვო ბაგა-ბაღების ხელშეწყობისთვის 29 მილიონ 584 928 ლარია გამოყოფილი; სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის -  2 მილიონ 400 000 ლარი.

უშუალოდ საბავშვო ბაგა-ბაღებისთვის ჯამურად 215 მილიონ 800 000 ლარი. რაც მოიცავს 190 საბავშვო ბაგა-ბაღის 61 500-მდე აღსაზრდელთა დაფინანსებას, მათ შორის საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის თანამშრომელთა ხელფასს, კვებას, კომუნალურს, გაუთვალისწინებელ ხარჯებს, იჯარას, პროგრამის განახლებას და სხვ. აღსანიშნავია, რომ თითოული ბაღის წლიური ბიუჯეტის ოდენობა განსხვავებულია და შეგიძლიათ იხილოტ მასალის ქვემოთ ატვირთულ ფოტოებში

საბავშვო ბაგა-ბაღების ხელშეწყობისთვის კი 14 მილიონ 468 284 ლარია განსაზღვრული.

ბიუჯეტის პროექტში საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ფუნქციონირებისთვის ჯამურად 3 მილიონ 709 276 ლარია გამოყოფლი. აქედან შტატით გათვალისწინებულ (68 საშტატო ერთეული) თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოსთვის 2 მილიონ 751 600 ლარია გამოყოფილი, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული 19 პირისთვის ჯამში 645 744 ლარი.

სააგენტოს ბალანსზე 18 ავტომობილია, მისი საწვავის, მოვლისა და შენახვისთვის კი 110 ათასი ლარია განსაზღვრული. ავტომობილების დაზღვევა კი ჯამში 15 ათასი ლარი დაჯდება.

სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხა დეტალურად როგორ არის განაწილებული იხილეთ ფოტოზე:

 

იხილეთ თითოული საბავშვო ბაღის 2026 წლის ბიუჯეტის მოცულობა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება