სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

პირველი სასკოლო კლასი, სადაც გაკვეთილებს ხელოვნური ინტელექტი ატარებს
10-09-2025
-
+


პრესტიჟულმა ბრიტანულმა კერძო კოლეჯმა - David Game College-მა მეტად ინოვაციური და გაბედული ნაბიჯი გადადგა და შექმნა კლასი, სადაც მასწავლებლის ნაცვლად მოსწავლეებს ხელოვნური ინტელექტი ასწავლის. 

აქ ყველა გაკვეთილს ხელოვნური ინტელექტი, ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების გამოყენებით წარმართავს. ხელოვნური ინტელექტი თავად ახდენს სასწავლო პროგრამის მოდელირებას, აანალიზებს აკადემიურ მოსწრებას და არეგულირებს საგანმანათლებლო პროცესს.

საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ტექნოლოგიას შეუძლია ადამიანებზე უფრო ეფექტურად გაუმკლავდეს სწავლებას, რადგან ის ობიექტურად აფასებს მოსწავლეთა სუსტ მხარეებს. 

თუმცა, მიუხედავად ამისა, სკოლაში მზად არ არიან მოსწავლეთა სწავლება სრულად AI-ს მიანდონ. სისტემის მუშაობას აქტიურად აკვირდებიან რეალური მასწავლებლები, რომლებიც მზად არიან ჩაერიონ, თუ რამე არასწორად წავა. გარდა ამისა, კოლეჯში აღიარებენ, რომ ნეირონული ქსელი ჯერ კიდევ არ ეფექტური ისეთი დისციპლინების სწავლებისთვის, როგორიცაა მაგალითად ხელოვნება. 

გაერთიანებულ სამეფოში განათლების მომავალ ახალ ტექნოლოგიებში ხედავენ, თუმცა მასწავლებლების ნეირონული ქსელებით სრულად ჩანაცვლებაზე საუბარი არ არის. 

„ხელოვნური ინტელექტი იმუშავებს მასწავლებლებისთვის, შეამსუბუქებს მათ ადმინისტრაციულ დატვირთვას, გამოუთავისუფლებს დროს და დაეხმარება, რომ ყოველ დღე ჩაატარონ შემოქმედებითი და შთამაგონებელი გაკვეთილები“,- განაცხადეს ადგილობრივ განათლების სამინისტროში და საგანმანათლებლო სტანდარტებით განსაზღვრეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება საშინაო დავალებების შემოწმებისა და გაკვეთილების დაგეგმვისთვის.

თუმცა, კონსერვატული პედაგოგიური საზოგადოება მთავრობის ინიციატივას სიფრთხილით ეკიდება. გამოკითხვების თანახმად, ბრიტანელი მასწავლებლების 64% არ იყენებს ნეირონულ ქსელებს, ხოლო 19% მომავალშიც არ აპირებს ამის გაკეთებას.

ერთადერთი, რაზეც მასწავლებლების უმეტესობა თანხმდება, არის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ნაშრომების პლაგიატზე შესამოწმებლად. ბრიტანელი პედაგოგები ამტკიცებენ, რომ „მანქანები დეჰუმანიზაციას უკეთებენ სასწავლო პროცესს, რაც იწვევს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის პიროვნული ურთიერთობების გაქრობას“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება