| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხელოვნური ინტელექტის განათლებაში გამოყენება მთელ მსოფლიოში დებატებს იწვევს. საკითხის მომხრეები ნერონულ ქსელს პანაცეად აღარ აღიქვამენ, მოწინააღმდეგეები კი თანდათან რწმუნდებიან, რომ ის საფრთხეს არ უქმნის მასწავლებლის პროფესიის არსებობას.
ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ახალი ტექნოლოგია, თავის ადგილს დაიკავებს საგანმანათლებლო სივრცეში. თუმცა, რა როლს შეასრულებს და როგორია რისკები? - თითოეული ქვეყანა თავისებურად წყვეტს.
რა თქმა უნდა, სამხრეთ კორეა, რომელიც ტექნოლოგიური განათლების ხარისხის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს, ერთ-ერთი პირველია, რომელიც ხელოვნური ინტელექტს განათლებაში ნერგავს. ქვეყნის მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახელმძღვანელოების პროექტს.
აღსანიშნავია, რომ ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე შექმნილი ელექტრონული სახელმძღვანელოები წელსვე იქნება ხელმისაწვდომი, მთავრობა კი ყველა საგნის სახელმძღვანელობის ჩანაცვლებას სამი წლის განმავლობაში გეგმავს.
თუმცა, კორეელი საზოგადოება განათლების სფეროში ნებისმიერ ცვლილებას სიფრთხილით ეკიდება და მოულოდნელი ცვლილებების ეშინია. ციფრული რეფორმა ცხარე დებატების თემა გახდა.
მომხრეები აცხადებენ, რომ სიახლე იძლევა კარგ შესაძლებლობას სასწავლო პროცესი მოერგოს თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს, ის გახადოს უფრო თვალსაჩინო და მიმზიდველი და რაც მთავარია - მასალა მოზარდმა სახლში დამოუკიდებლად გაიაროს, გაკვეთილები კი მასალის განხილვასა და განმტკიცებას დაეთმოს.
ამ გზით, მასწავლებელს აღარ მოუწევს ცოდნის პირდაპირ გადაცემა. ნაცვლად ამისა, მას შეეძლება დრო დაუთმოს საგნის მრავალმხრივ, სიღმისეულ განხილვას, შესაძლებლობა ექნება წაახალისოს მოსწავლეთა შემოქმედებითობა და სწავლისადმი ინტერესი, საჭიროების შემთხვევაში კი ექნება დრო ახსნას რთული საკითხები.
თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი შეშფოთებულია, რომ სკოლების გაციფრულება მოსწავლეებს შორის ცოცხალ კომუნიკაციას შეუშლის ხელს. გარდა ამისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია, ვინ დააფინანსებს ბავშვებისთვის ძვირადღირებული გაჯეტების მიწოდებას. ზოგიერთს ეშინია, რომ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სახელმძღვანელოები ბავშვებს ერთ პროცესზე დიდი ხნის განმავლობაში კონცენტრირებას ვერ ასწავლის, მაგალითად გაუჭირდებათ რთული ტექნიკური ლიტერატურის წაკითხვა, რომლის გარეშეც შეუძლებელია მაღალკვალიფიციური სპეციალისტი გახდე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას