სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პოზიტიურ სასკოლო კულტურას ვინარჩუნებთ კეთილგანწყობილი, პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობებით“- ჯუმის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ირმა ბუკია
13-08-2025
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში, დირექტორი ირმა ბუკია, მოსწავლე-მასწავლებელთა განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფს. 
 
მისთვის პოზიტიური სამუშაო გარემო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ეს კი მისი თქმით, მიიღწევა კეთილგანწყობილი, ნდობაზე და პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაციით.

მისი თქმით, გუნდის ერთობა პირდაპირ აისახება სწავლების ხარისხზე. როგორც თავად აღნიშნავს, სკოლაში ერთმანეთის წარმატება საერთო წარმატებად აღიქმება. 

მისი ხედვით, მასწავლებელი საგნის სიღემისეულ ცოდნასთან ერთად უნდა იყოს ღრმად მოაზროვნე, კომუნიკაბელური, გაწონასწორებული, პუნქტუალური და შემოქმედებითი უნარებით აღჭურვილი. მასწავლებელმა უნდა შეძლოს კეთილგანწყობილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება, შექმნას ისეთი გარემო, სადაც მოსწავლეები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს, პატივს სცემენ განსხვავებულ შეხედულებებს და გრძნობენ სამართიალობას. ამ მიდგომებით კი ღირსეულად ემსახურება მომავალი თაობების აღზრდა-განათლების საქმეს. 

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე etaloni.ge-ს კითხვებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლის დირექტორი ირმა ბუკია პასუხობს. 

-როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის?

-ჩვენი სკოლის საზოგადოება ორიენტირებულია, რომ ყოველ ახალ სასწავლო წელს ახალი იდეებით, მიზნებით, უკეთესი გარემო-პირობებით შეხვდეს. შეძლებისდაგვარად ხორციელდება სარემონტო სამუშაოები; სკოლის ეზო-ტერიტორიის კეთილმოწყობა; იმართება კათედრის, პედაგოგიური და სამეურვეო საბჭოს სხდომები, სადაც დეტალურად განიხილება სასწავლო პროცესთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.

-რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი სწავლის პირველ დღეებში?

-საზაფხულო არდადეგების შემდეგ მოსწავლეთა ჩვეულ, სასწავლო  რეჟიმში ჩაყენება და სათანადო აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება მოტივაციის ამაღლების მიზნით.

-როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის?

-პირველკლასელების პირველი დღე, ცოდნის ზეიმზე,  სკოლის საზოგადოების წინაშე დედაენაზე ფიცის დადებით იწყება; ღონისძიების დასასრულს კი ტრადიციისამებრ, ყველას ერთად, საქართველოს დროშის აღმართვა და ახალ  სასწავლო წელს პირველი ზარის დარეკვა უწევთ.

-რას აქცევთ ყურადღებას პირველ შეხვედრებში მოსწავლეებთან?

-თბილი, მეგობრული, კეთილგანწყობილი, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

-თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს იდეალური პირველი დღე სკოლაში?

-დადებითი ემოციებით, სითბოთი და სიყვარულით დატვირთული.

-რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

-ახალბედა პედაგოგი არ უნდა შეუშინდეს იმ სიძნელეებს, რაც ადაპტაციის პერიოდის თანმხლებია;  მზად უნდა იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის; უნდა იყოს თავისი საგნის ღრმად და საფუძვლიანად მცოდნე. სკოლის საზოგადოებასთან  ურთიერთობისას უნდა იყოს: მეგობრული, კოლეგიალური,  პოზიტიური, ემპათიური, რჩევების მიმღები.

  -რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

-პედაგოგი უნდა იყოს  მაღალი პასუხისმგებლობის მქონე, მიზანდასახული, შრომისმოყვარე, პუნქტუალური, კომუნიკაბელური, კრეატიული.

ორიენტირებული უნდა იყოს: სკოლის წინსვლაზე; უსაფრთხო, სამართლიან და მხარდამჭერ სასწავლო გარემოს შექმნაზე; პროფესიულ-ზრდა განვითარებაზე  და ა.შ.

-როგორ მოახდინოს დამწყებმა პედაგოგმა თავისი როლის ჩამოყალიბება კლასში?

-პედაგოგმა მოსწავლეებთან კეთილგანწყობილი და მზრუნველი ურთიერთობის დამყარება უნდა შეძლოს;  შექმნას ისეთი ატმოსფერო, სადაც მოსწავლეებს თავიანთი აზრის თავისუფლად გამოხატვა, განსხვავებული აზრის მიღება და პატივისცემა შეეძლებათ; უნდა იყოს მიუკერძოებელი, სამართლიანი და შეეძლოს მოსწავლის სასწავლო, ემოციური და სოციალური პრობლემების გათვალისწინება.

-როგორია თქვენი ხედვა სკოლის კულტურაზე? როგორ ინარჩუნებთ პოზიტიურ სამუშაო გარემოს?

-სასკოლო კულტურა, სკოლის ყოველდღიური ცხოვრების წესია, სკოლის საზოგადოების ძალისხმევით შეკოწიწებული და მთელ რიგ საგანმანათლებლო ფაქტორებსა და ღირებულებებზე დამყარებული.

პოზიტიურ სამუშაო გარემოს ვინარჩუნებთ: კეთილგანწყობილი ურთიერთობებით, პატივისცემაზე დაფუძნებული კომუნიკაციით, ურთიერთდახმარებაზე ორიენტირებულობით, ნდობით, ერთმანეთის წარმატების საერთო წარმატებად აღქმის უნარით, შედეგზე ორიენტირებული შეთანხმებული და თანმიმდევრული ქმედებებით.

-რა პრინციპებით ხელმძღვანელობთ ახალი პედაგოგების შერჩევისას?

-პედაგოგი უნდა იყოს თავისი საგნის ღრმად და საფუძვლიანად მცოდნე; კომუნიკაბელური; გაწონასწორებული; პუნქტუალური; შემოქმედებითი უნარებით აღჭურვილი;

-როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

-ბედნიერი ვარ, რომ ისეთი ერთმუშტად შეკრული, ძლიერი, მოტივირებული კოლექტივის წევრი ვარ, სადაც ყველამ იცის თავისი საქმე და  ყველას შეუძლია ურთიერთდახმარება საერთო მიზნის მისაღწევად.

-როგორ ეხმარებით დამწყებ პედაგოგებს პროფესიულად განვითარებაში?

-ვაკანსიის შემთხვევაში ხშირად მაძიებლები აგვყავს, რათა ხელი შევუწყო ახალგაზრდების დასაქმებასა და მათ პროფესიულ ზრდა- განვითარებას.

ძალ-ღონეს არ ვიშურებ მათთვის; ვეხმარები კურიკულუმების შედგენაში, ღია გაკვეთილების ჩატარებაში; პროექტების განხორციელებაში და ა.შ.

-როგორ მუშაობთ მშობლებთან თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად?

-მშობელთა ჩართულობით ვგეგმავთ  და ვახორციელებთ მთელ რიგ საკლასო თუ სასკოლო ღონისძიებებს; მათთან ერთად ვაწყობთ ექსკურსიებსა და ლაშქრობებს.

-როგორ აღიქვამთ ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში?

-21-ე საუკუნეში სწავლა-სწავლების პროცესი წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე.

ციფრული პლატფორმები საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, ერთი მხრივ, თავად შექმნან მიმზიდველი, საინტერესო  და სახალისო სასწავლო რესურსები, ხოლო მეორე მხრივ, თავიანთ მოსწავლეებს შესთავაზონ, როგორც სასწავლო ინსტრუმენტი.

ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლეები ქმნიან საპრეზენტაციო მასალებს, ბუკლეტებს, ვიდეორგოლებს, მათ მიერ განხორციელებული პროექტის საბოლოო პროდუქტს და ა.შ.

ციფრული რესურსების მოხმარება ზოგავს ჩვენს დროს და მათი გაზიარებაც ინტერნეტით უფრო მარტივია.

-რომელი ინიციატივას/პროექტს თვლით ყველაზე წარმატებულად თქვენი დირექტორობის პერიოდში?

ჩვენს სკოლაში დიდი ყურადღება ექცევა პროექტულ სწავლებას. არაერთი ფართომასშტაბიანი პროექტი გვაქვს განხორციელებული, მათ შორის აღსანიშნავია:

სურსათის უვნებლობის სამსახურთან  ერთად განხორციელებული პროექტი გენმოდიფიცირებულ საკვებზე, რომლის ფარგლებშიც 20-ზე მეტი აქტივობა განვახორციელეთ და ბოლოს პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება  ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში გამოფენა -გაყიდვით დავასრულეთ;

ზუგდიდის ცენტრალურ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი: „ქუჩის ბიბლიოთკა“, რომლის ფარგლებში დაგეგმილმა აქტივობებმა ონლაინ სივრცეშიც გადაინაცვლა  და დიდი პოპულარობა მოიპოვა;

ამიერკავკასიაში პირველ, ზუგდიდის წყალგამწმენდ საწარმოსთან თანამშრომლობით განხორციელებული პროექტი „დავიცვათ ჩვენი გარემო“, რომლის ფარგლებშიც 25 აქტივობა იყო დაგეგმილი.

„ითვინინგის“ პროექტი - „მოდი გადავიღოთ ფოტო!“ რომელშიც  ჩართული იყვნენ შემდეგი ქვეყნები: თურქეთი, საქართველო, იორდანია, იტალია.

პროექტი მიზნად ისახავდა სხვადსხვა ქვეყნის მოსწავლეებს შორის  თანამშრომლობას; შემოქმედებითი უნარების განვითარებას;  გარე სამყაროს აღქმისა და ასევე ზოგადად ფოტოგრაფიის უნარების განვითარებას; ონლაინ შეხვედრებს, ექსკურსიებს , ფოტოგრაფიის კონკურსს და საუკეთესო ფოტოების ონლაინ გამოფენას და ა.შ

-რას ურჩევდით ახალ დირექტორს, რომელიც პირველად შედის სკოლის ხელმძღვანელობაში?

-უნდა იყოს ლიდერული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი; სანიმუშო, კოლეგიალური, პუნქტუალური, პოზიტიური, მიუკერძოებელი, შრომისმოყვარე.​


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

იცოდით რომ  ჯავშანჟილეტი ქალმა გამოიგონა? - ბევრი ნივთი, რომელსაც ყოველდღე იყენებ, სწორედ ქალების გამოგონილია

ორი სასწავლო გეგმა იმოქმედებს - რომელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეხება ცვლილება

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 10 სკოლის შესახებ იმსჯელებს - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები
საღამოს დაწყებამდე სკოლის დირექტორმა, ბაქარ ერაგიამ, მედლებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვა 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული ოქროს მედალოსნები

მოსწავლეებმა მოუსმინეს მუსიკის ფრაგმენტებს და შეუსაბამეს წელიწადის დროების ამსახველ ბუნების სურათებს

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება