სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„დირექტორი მასწავლებლების მოტივატორი უნდა იყოს“ - მაწიმის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი მაია ფრიდონიშვილი
13-08-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის საჯარო სკოლის წარმატების გასაღები არა მხოლოდ მაღალი აკადემიური სტანდარტები, არამედ ადამიანური ურთიერთობები და ურთიერთთანამშრომლობაა.

დირექტორი მაია ფრიდონიშვილი სკოლაში დემოკრატიულ ღირებულებებზე აგებულ სასკოლო კულტურას უზრუნველყოფს, სადაც გათვალისწინებულია როგორც თითოეული მოსწავლის, ისე მასწავლებლის ინტერესები და საჭიროებები.

მისი ხედვით, ინიციატივა მხოლოდ დირექტორს არ უნდა ეკუთვნოდეს - სწავლის პროცესი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ მასწავლებლებს მოტივაცია ჰქონდეთ, თვითონაც იყვნენ შემოქმედები. განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სასწავლო პროცესში მშობლების აქტიურ ჩართულობას, რადგან სწორედ ერთიანი ძალისხმევა აქცევს სკოლას წარმატებულად. 

თუ როგორ ემზადება სკოლა ახალი სასწავლო წლისთვის? რას ურჩევდა ახალგაზრდა პედაგოგებს? როგორ აღიქვამს ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე etaloni.ge-ს კითხვებს მაწიმის საჯარო სკოლის დირექტორი მაია ფრიდონიშვილი პასუხობს. 

- როგორ ემზადებით სასწავლო წლის დასაწყისისთვის? როგორ ხვდებით პირველკლასელებს? გაქვთ ტრადიციები ან სპეციალური მეთოდები ადაპტაციისთვის? 

- ტრადიციულად, საზეიმო მიღებას ვაწყობთ, ღონისძიება მოსწავლეთა ჩართულობით იმართება. 

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- უყვარდეთ ბავშვები, სიყვარულით აკეთონ საკუთარი საქმე. აუცილებელია შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარება, საკუთარ თავზე სისტემატურად მუშაობა.

- რა უნარებს ან თვისებებს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვანად პედაგოგის საქმიანობაში?

- პროფესიონალიზმი აუცილებელია. მნიშვნელოვანია მეგობრული დამოკიდებულება მოსწავლეებთან, ყურადღებიანი უნდა იყოს მოწაფეების მიმართ. შეეძლოს მათი საჭიროებების გამოვლენა, მათი პრობლემების გულთან მიტანა და დახმარება.

- როგორ ცდილობთ მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას?

- დაკვირვებით, გამოკითხვით, ბავშვებთან საუბრით.

- როგორ აღიქვამთ ტექნოლოგიების როლს სწავლა-სწავლების პროცესში?

- განვითარდა მსოფლიოში ტექნოლოგიები და ბავშვებსაც უფრო მეტი ცოდნა და უნარები აქვთ ტექნოლოგიების თვალსაზრისით, ვიდრე მასწავლებლებს. ხელოვნური ინტელექტის სამყაროში, ვფიქრობ, ამის უგულებელყოფა სკოლაში არ შეიძლება.

- როგორ ამზადებთ გუნდს ახალი სასწავლო წლისთვის?

- გვაქვს შეხვედრა. ვგეგმავთ სასწავლო პროცესს, სასწავლო გეგმებზე ვმუშაობთ. ერთობლივ და ინდივიდუალურ პროექტებსა და ღონისძიებებს ვგეგმავთ. განვიხილავთ რა მოლოდინები და მიზნები გვაქვს სასწავლო წლის ბოლოსთვის და ა.შ.

- რას ურჩევდით ახალ დირექტორებს, რომლებიც სკოლის ხელმძღვანელობას იწყებენ?

- მხოლოდ დირექტორი არ უნდა იყოს ინიციატორი. ისე უნდა იყოს დაგეგმილი სასწავლო პროცესი, რომ თვითონ მასწავლებლები იჩენდნენ ინიციატივას და ამის მოტივატორი უნდა იყოს დირექტორი. არ უნდა იყოს სკოლაში შეზღუდვები. ეს უფრო დაეხმარება სკოლას წინსვლაში.

- რას ურჩევდით ახალგაზრდა პედაგოგს, ვინც ახლა იწყებს მუშაობას სკოლაში? რა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეებთან და მშობლებთან ურთიერთობაში?

- მშობლებთან ურთიერთობა მნიშვნელოვანია, აუცილებლად ჩართულნი უნდა იყვნენ სასწავლო პროცესში. მხოლოდ ღონისძიებებში ჩართულობა არ არის საკმარისი. ჩვენ ყოველთვის გვაქვს ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან, მინიმუმ სემესტრში ორჯერ (დასაწყისში და დასასრულისკენ) და ვაცნობთ შვილების მიღწევებს, წარმატებებს, პრობლემებს, გამოწვევებს. სასწავლო წლის დასაწყისში ვაცნობთ წლის ბოლოს, რა შედეგებს უნდა მიაღწიონ, რა მოლოდინები უნდა ჰქონდეთ თავიანთი შვილებისგან და ა.შ. ამ პროცესებში უნდა იყვნენ აქტიურად ჩართული და თანამშრომლობა მასწავლებლებისა და მშობლებისა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

- როგორ ცდილობთ სკოლის ღირებულებების დამკვიდრებას მოსწავლეებში?

- გვქონდა ისეთი პროექტები განხორციელებული, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარა ღირებულებების ჩამოყალიბებაში. ეს პროექტები იყო შემოქმედებითი კუთხით, შექმნეს ნივთები, მოვაწყვეთ ამ ნივთების გაყიდვა რაიონში დღესასწაულზე და შეგროვილი თანხით დავეხმარეთ ოჯახებს. ეს დამოკიდებულება - თანადგომა, სხვისი პრობლემების გაზიარება, თანაგანცდა, ემპათია-მნიშვნელოვანია ღირებულებებია, რომელთა დამკვიდრებასაც მუდმივად ვცდილობთ მსგავსი პროექტებით სკოლაში.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ბაღის აღმზრდელთა საყურადღებოდ - ტრენინგმოდულში ახალი რესურსი ინტეგრირდება

დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას

მასწავლებელთა 24 პროცენტი ფიზიკის გამოცდაზე არ გამოცხადდა - 2 დაგვიანება დაფიქსირდა

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

„კანფეტივით თემები მოვიდა“ - ინგლისურის მეორე სესიის საკითხები

პიროვნება

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბილინგვურმა სწავლებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნის გაღრმავებას,

პედაგოგი გადავიდა პროექტის ფინალურ ეტაპზე და მონაწილეობა მიიღო ყვარელში გამართულ ხუთდღიან საგანმანათლებლო ბანაკში

მოსწავლეებმა დაათვალიერეს დიდი საბავშვო მწერლის, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი

მოსწავლეებმა მრავალფეროვანი საზეიმო პროგრამა წარმოადგინეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება