სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ პარლამენტმა კანონი მიიღო
28-06-2018
-
+


საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო კანონი მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის განსაზღვრის შესახებ. 

კანონპროექტის ავტორმა, დიმიტრი ხუნდაძემ განმარტა, თუ რას გულისხმობს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი და რა ევალება მთავრობას ამ ოჯახების დასახმარებლად.

​მრავალშვილიანი მშობლის სტატუსი ენიჭება პირს, რომელსაც ჰყავს ოთხი ან მეტი შვილი და სტატუსს მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებს.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის პირველ სექტემბრამდე უნდა წარმოადგინოს ინიციატივები სხვადასხვა მიმართულებით, თუ რა დახმარებას გაუწევენ მრავალშვილიან ოჯახებს.

„ვულოცავ მრავალშვილიან მშობლებს ამ საპატიო სტატუსის მინიჭებას და ვიმედოვნებ, რომ მათთვის სახელმწიფოს მიერ მომზადებული დახმარებების პაკეტი ისეთივე ღირებული იქნება, როგორც მათი შრომა და დამსახურება ქვეყნის წინაშე,”– განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, კანონის მიღებას ორი მიზანი აქვს, პირველი, სახელმწიფომ დააფასოს მრავალშვილიანი მშობლების ღვაწლი და მეორე – წახალისდეს მცირეშვილიანი ოჯახები, რათა იყოლიონ უფრო მეტი შვილი.

„საქართველოში დღეს არსებული მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობისთვის ეს უმნიშვნელოვანესია,“- დასძინა კანონპროექტის ავტორმა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ETALONI.GE 2026-2027 სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ!

ცნობილია - რომელ პროგრამაზე რა საგნების ჩაბარება მოგიწევთ 2027 წლის ეროვნულებზე

ცნობილია, რომელ სკოლებს მიენიჭება პრიორიტეტი - რეგისტრაციის ბოლო ვადა 25 სექტემბერია

„მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით არ უნდა შემოვიფარგლოთ“ - პატრიარქი განათლებაზე

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„გპირდებით, სასწავლო პროცესი იქნება კიდევ უფრო საინტერესო, სახალისო და სასარგებლო“

სკოლის ეზო მხიარულებით და მოსწავლეთა გაბრწყინებული სახეებით აივსო

„ახალი სასწავლო წლის მოახლოება ყოველთვის დიდ ემოციებთან და სამზადისთანაა დაკავშირებული“...

„15 სექტემბერს თბილისის №219 საჯარო სკოლა ახალი სასწავლო წლის კარს განსაკუთრებული სიხარულითა და შემართებით გააღებს“
 
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება