სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო

ჩინეთში განსაზღვრეს, რომელი კლასიდან შეიძლება მოსწავლისთვის ხელოვნური ინტელექტის დამოუკიდებლად გამოყენება
04-07-2025
-
+


ჩინეთში, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს შინაარსის შესაქმნელად ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების გამოყენება აეკრძალათ. წერს China Daily სკოლებში ხელოვნური ინტელექტის რეგულირების ახალ სახელმძღვანელო პრინციპებზე დაყრდნობით. 

რეგულაციები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროს შესაბამისმა კომიტეტმა გამოაქვეყნა. 

სახელმძღვანელოს თანახმად, დაწყებითი სკოლის მოსწავლეებს უფლება არ აქვთ დამოუკიდებლად გამოიყენონ  ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები. თუმცა, სავარაუდოდ, ტექნოლოგიას გაეცნობიან, მასწავლებლების ხელმძღვანელობით.

საშუალო და უმაღლეს სკოლებში კი ხელოვნურ ინტელექტის ინსტრუმენტებზე წვდომა ფართოვდება. საშუალო სკოლის მოსწავლეები, მეშვიდე კლასიდან დაწყებული, ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებენ ამოცანების გადასაჭრელად და შეისწავლიან, თუ როგორ შეიძლება AI პრაქტიკაში გამოყენება. უმაღლესი სკოლის მოსწავლეებისგან, კი ელიან, რომ შეძლებენ ხელოვნური ინტელექტის ტექნიკური პრინციპების შესწავლას და საკუთარი მოდელების შექმნას.

ამასთან სკოლის მოსწავლეებს ეკრძალებათ:

  • ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შექმნილი შინაარსის საკუთრ ნამუშევრად გასაღება;
  • AI გამოყენება გადასაწერად;
  • შემოქმედებითი ამოცანების ტექნოლოგიის დახმარებით შესასრულება, კრიტიკული შეფასების გარეშე.

შეზღუდვები გავრცელდება მასწავლებლებისთვისაც - ხელოვნურმა ინტელექტმა არ უნდა დაწეროს მათ ნაცვლად ნიშნები ან დაამუშაოს მოსწავლეთა კონფიდენციალური ინფორმაცია. 

სკოლებისთვის რეკომენდირებულია მიყვნენ დიფერენცირებულ სტრატეგიებს, თავიდან აიცილონ უნივერსალური მიდგომა და გააძლიერონ უსაფრთხოების ზომები. სახელმძღვანელო მშობლებსაც ურჩევს გააკონტროლონ შვილების მიერ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, დაიცვან მათი პირადი ინფორმაცია და პრიორიტეტი მიანიჭონ ემოცირ ჩართულობას. 

დოკუმენტში ასევე მოყვანილია მაგალითები თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს ხელოვნურმა ინტელექტმა განათლება. მაგალითად, მოსწავლეებისთვის ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია უზრუნველყოს პერსონალიზებული სწავლება, მასწავლებლებს დაეხმაროს გაკვეთილის დაგეგმვაში, სკოლის ადმინისტრაციას კი დოკუმენტების მოწესრიგებესა და ანალიზში. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება