სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ტექსტის რედაქტირებაში მაღალი ქულის მისაღებად რა უნდა იცოდეთ - რჩევები აბიტურიენტებისთვის
04-06-2025
-
+


ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტში არის ორი ტიპის დავალება: I. ტექსტის რედაქტირება; II. წაკითხულის გააზრება. რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა რედაქტირებისას იმისთვის რომ მაღალი ქულა მიიღონ, (მაქსიმალური 16 ქულა) რა მოწმდება და რა შეცდომაში რამდენი ქულა აკლდებათ აპლიკანტებს.

რჩევებს აბიტურიენტებს ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე აძლევს:

„ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ არ დაიწყოთ შეცდომების გასწორება წაკითხვისთანავე. ჯერ უნდა გაეცნოთ ტექსტს, გაიაზროთ არა მხოლოდ თემატიკა, არამედ რა სტილის ტექსტია. ჩვენ საინფორმაციო სტილის ტექსტებს გთავაზობთ მაგრამ, მოგეხსენებათ, ამ სტილის ტექსტებშიც შეიძლება იყოს მცირეოდენი სტილისტური განსხვავება, რომელიც თქვენ უნდა იცოდეთ სანამ შეცდომების და ხარვეზების გასწორებას დაიწყებთ.

არ დაიწყოთ პირდაპირ შეცდომების ძებნა, იმიტომ რომ სტილისტიკური და სინტაქსური შეცდომების შემთხვევაში კონტექსტის მიხედვით თუ არ იქნა გააზრებული შეიძლება, შეცდომა დაუსვათ, რადგან ერთი და იგივე სიტყვა სხვადასხვა კონტექსტში შეიძლება იყოს შეცდომა ან არ იყოს შეცდომა - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინება ძალიან დაგეხმარებათ რომ მაღალი შეფასება მიიღოთ“.

რაც შეეხება, შეფასების შეფასების კრიტერიუმებს:

#მორფოლოგიურ-ორთოგრაფიული და სინტაქსური შეცდომები, მექანიკური შეცდომები --- 8ქ.
ამ ტიპის ყოველ შეცდომაზე მაქსიმალურ შეფასებას (8) აკლდება თითო ქულა.
#სტილისტური ხარვეზები და ტექსტური უზუსტობები ------------------------------------------ 2ქ.
ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (2) აკლდება თითო ქულა.
#პუნქტუაციური შეცდომები ------------------------------------------------------------------------- 6ქ.
ამ ტიპის ყოველ ხარვეზსა თუ უზუსტობაზე მაქსიმალურ შეფასებას (6) აკლდება თითო ქულა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
სსიპ ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლა
 
საშემოდგომო შეჯამებასავით გავუკეთოთ ია
წალკის N1 საჯარო სკოლაში მადლობას უხდიან სტუმრებს განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის
 

ქაღალდის ჭიქების, ფერადი ქაღალდისა და სხვა ხელოვნების მასალების გამოყენებით მოსწავლეებმა დაამზადეს სიმბოლური სოკოები

ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება