| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის, შუქრუთის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, თუმცა დაგვეთანხმეთ, ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის პარალელურად, არანაკლებ მნიშვნელოვანია პოზიტიური გარემოს შექმნა, რომელსაც საფუძვლად მოსწავლეთა ნდობა დაედება.
რა მიმართულებით უნდა განვითარდეს სასწავლო პროცესი, რათა შეესაბამებოდეს თანამედროვეობის მოთხოვნებს და მოსწავლეებისთვის იყოს საინტერესო - აქტუალურ კითხვებზე პასუხებს შუქრუთის N1 საჯარო სკოლის ისტორიის და სამოქალაქო განათლების პედაგოგის, თეიმურაზ მაჭარაშვილის ბლიც-ინტერვიუში ამოიკითხავთ.
მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- იყო მისთვის ავტორიტეტი და გრძნობდეს, რომ ხარ გულწრფელი.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- ის არის ქვეყნის მომავალის განმსაზღვრელი.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- ესაა ყოველ დილას გამამხნევებელი ვარჯიში.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ფიზიკა;
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- ივანე ჯავახიშვილს!
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- ჩვენ ალბათ ვერ ვხვდებით, რომ უკვე მომავლის სკოლაში ვართ, ცოდნა ხელისგულზეა, გამოყენება ჭირს ცოტა...
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
ძლიერი ნალექი, თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი - ეროვნული სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი