| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის N5 საჯარო სკოლაში მოსწავლის - მარიამ ზიბზიბაძის წარმატებას აღნიშნავენ.
მე-2 კლასის მოსწავლე მარიამ ზიბზიბაძე (პედაგოგი იზა ფხაკაძე) ქართული კლასიკური მუსიკის მე-9 ეროვნული კონკურსის გამარჯვებული გახდა.
კონკურსი უკვე მესამე წელია თბილისის შემდეგ, ზესტაფონში იმართება და ტრადიციულად მასში უამრავი ნიჭიერი მუსიკოს შემსრულებელი მონაწილეობს.
მარიამი მხოლოდ მეორეკლასელია, მაგრამ ასაკის მიუხედავად მის სახელზე არაერთი წარმატებაა. მის ტიტულებს შორის უკვე არის ახალგაზრდა მუსიკოს შემსრულებელთა მე-11 საერთაშორისო კონკურსის - „ნორჩი ვირტუოზები“ I ხარისხის პრემია და დიპლომი, ასევე საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებითი კავშირის კონკურს-ფესტივალის - „ჩვენ ვეძებთ ვარსკვლევებს“ დამსახურებული I ადგილი.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ეს მცირე ჩამონათვალია მისი გამარჯვებებიდან, რომელსაც ახლა უკვე ძალიან საამაყო და პრესტიჟული, ქართული კლასიკური მუსიკის მე-9 ეროვნული კონკურსის I ადგილი და ლაურეატის წოდება დაემატა.
ზესტაფონის N5 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს პატარა მარიამს ამ წარმატებას და მომავალშიც უამრავ გამარჯვებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს
„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“
ბაღის მფლობელს, ლი ხუეიფანს, უვადო პატიმრობა და 500 000 იუანის ოდენობის ჯარიმა დაეკისრა