| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

რა პრინციპებს უნდა დაეყრდნოს სასწავლო პროცესი? როგორ უნდა მოიპოვოს პედაგოგმა მოსწავლის ნდობა? როგორ წარმოუდგენია მომავლის სკოლა და ზოგადად, რატომ არის მნიშვნელოვანი თანასწორობის პრინციპის გათვალისწინება? - აქტუალურ კითხვებს ქუთაისის N7 საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, ლილე ქარსელაძე პასუხობს, რომელიც სამართლიანობის პრინციპის დაცვის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და წარმატებული სკოლის საიდუმლოსაც გვიმხელს.
- მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია...
- პედაგოგი იყოს სამართლიანი, ობიექტური, მოსწავლეების ინტერესების დამცვლელი... უყვარდეს მოსწავლე და ჰქონდეს ემპათიის გრძნობა.
- განათლება მნიშვნელოვანია, რადგან...
- არის ადამიანის პიროვნული და სოციალური განათლების განვითარების საფუძველი... განათლება ქმნის საფუძველს ადამიანის კარიერული განვითარებისთვის, აუმჯობესებს შანსებს, რომ ადამიანის ცხოვრება უფრო წარმატებული და დაცული იყოს.
- საშინაო დავალება უნდა იყოს...
- კონკრეტული და მიზანმიმართული... დავალება არ უნდა იყოს ზედმეტი, არ დაიტვირთოს მოსწავლე, უნდა ემსახურებოდეს ცოდნის განმტკიცებას და ნასწავლის გააზრებას. სასურველია, დავალება მორგებული იყოს მოსწავლის უნარებსა და საქმიანობაზე.
- წესი, რომელსაც სასკოლო ცხოვრებაში დავამატებდი...
- ერთმანეთთან პოზიტიური კომუნიკაციის წესს... ასევე დავამატებდი გულწრფელი მხარდაჭერის წესს, რაც ხელს შეუწყობს ემოციური ინტელექტის განვითარებას.
- საგანი, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მიყვარდა...
- ინგლისური.
- რომ შემეძლოს, რომელ ცნობილ პიროვნებას ავირჩევდი მასწავლებლად...
- ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს.
- როგორი წარმომიდგენია მომავლის სკოლა...
- მომავლის სკოლა წარმომიდგენია როგორც პერსონალიზებულ სწავლებებსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული განათლება. სკოლა, სადაც იქნება რეალური პროექტები, განვითარებული იქნება კრიტიკული აზროვნება, ემპათია, კრეატიულობა... მასწავლებელი იქნება „მენტორი“, რომელიც უხელმძღვანელებს დისკუსიებსა და ექსპერიმენტებს. მომავლის სკოლაში განვითარებული უნდა იყოს საერთაშორისო პროექტები.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ