| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

პარლამენტის განათლების კომიტეტმა, სხდომაზე განიხილა საკანონმდებლო წინადადება, რომელიც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო ენის სავალდებულო სწავლების დამკვიდრებას გულისხმობს.
ინიციატივა ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს - ნანა მაჭავარიანსა და ენათმეცნიერების ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელს - გიორგი გოგოლაშვილს ეკუთვნის.
დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ „ბოლო წლებია საუბრობენ სტუდენტ ახალგაზრდობაში სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალ დონის შესახებ“, რასაც ადასტურებს სახელმწიფო ენის სტრატეგიის სამთავრობო დოკუმენტი, სადაც ნათქვამია:
„წიგნიერების დაბალი დონე და ყველა უმაღლეს სასწავლებელში ქართული ენის პრაქტიკული კურსების არარსებობა, სტუდენტებში ვერ უზრუნველყოფს აბიტურიენტობის დროს შეძენილი ცოდნის განმტკიცებასა და განვითარებას“.
აქედან გამომდინარე, წინადადების ინიციატორები მიმართავენ საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს, აღდგეს ქართული ენის სავალდებულო სწავლება უნივერსიტეტებში და კანონში დაემატოს ჩანაწერი:
„სახელმწიფოენოვან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე, სახელმწიფო ენის სწავლება სავალდებულოა“.
განათლების კომიტეტმა ინიციატივას მხარი დაუჭირა და თავმჯდომარემ ისიც დასძინა, რომ იმდენად დიდია აღნიშნულია ინიციატივის მხარდაჭერის მზაობა, უკვე მომდევნო სასწავლო წლიდან - 2025 წლის 1-ელი ოქტომბრიდან, უნივერსიტეტებს აღნიშნული ვალდებულება განესაზღვრებათ, მანამდე კი კურიკულუმებსა და სილაბუსებში უნდა გაწერონ დეტალები.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას