სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„დედაშვილობა – ოჯახისა და სკოლის კავშირის გაძლიერება“ - კერძო სკოლა „ანაბასისის“ მე-3 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა 
14-03-2025
-
+


კერძო სკოლა „ანაბასისში“ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამის ნათელი მაგალითია - პროექტი „დედაშვილობა – ოჯახისა და სკოლის კავშირის გაძლიერება“.

პროექტი სკოლა „ანაბასისის“ მე-3 კლასში განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ -კლასის დამრიგებელი მარიამ ჭულუხაძე, სკოლის ფსიქოლოგი ელისო ლელაძე. მონაწილეები მე-3 კლსის ყველა მოსწავლე და მშობელი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტმა გაიარა სამი ფაზა. მოსამზადებელ ფაზაზე მოხდა მშობლებისა და მოსწავლეებისათვის პროექტის მიზნების, ამოცანებისა და აქტივობების გაცნობა. მშობლების როლის განმარტება. მათ შეავსეს ფსიქოლოგის მიერ მომზადებული ანონიმური კითხვარები. მშობლებისათვის დაისვა კითხვა „როგორ ხედავთ თქვენს ურთიერთობას შვილთან?“ ბავშვებისთვის -  „რას ნიშნავს შენთვის დედა/მშობელი?“ მოხდა  მონაცემების დამუშავება და პროექტის აქტივობების პერსონალიზაცია.

II ფაზაში მშობლებისთვის სემინარები ჩაატარა ფსიქოლოგმა თემაზე - „დედაშვილური ურთიერთობების მნიშვნელობა“ ,„როგორ გავაძლიეროთ შვილთან ემოციური კავშირი?“ – პრაქტიკული მაგალითები. „კომუნიკაციის სტილის გავლენა ბავშვის თვითშეფასებაზე.“ ფორმატი: პრეზენტაცია, დისკუსია, რეალური შემთხვევების განხილვა.

ბავშვებისთვის თემატური გაკვეთილები ჩატარდა ფსიქოლოგთან ერთად: თემატიკა - „როგორ გამოვხატოთ სიყვარული და მადლიერება მშობლების მიმართ?“ „როგორ ვმართოთ ემოციები?“ აქტივობები: „ემოციური ბარათების“ შექმნა მშობლებისთვის. როლური თამაშები (დედა და შვილი ერთმანეთს იცვლიან როლებს). 

ერთობლივი აქტივობები განხორციელდა მშობლებსა და ბავშვებს შორის (1-2 შეხვედრა): მშობლებმა  და ბავშვებმა ერთად შექმნეს ნივთები (მაგ., სამაჯურები, ნახატები თოჯინები). მუსიკალური ნომრები. 

ფსიქოლოგმა ინდივიდუალური კონსულტაციები ჩაატარა მშობლებსა და ბავშვებისთვვის საჭიროების შემთხვევაში. 

სადღესასწაულო ღონისძიებაზე მონაწილეებმა მრავალფეროვანი ერთობლივი ნამუშევრები წარმოადგინეს: მუსიკალური დუეტი, თეატრალური წარმოდგენა, მხატვრული ტილოები, ხელნაკეთი თოჯინები, მძივები, სამაჯურები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა სიმბოლურ აქტს – მშობელმა შვილთან ერთად დარგო ხე, რაც მათი ურთიერთობის სიმტკიცისა და მუდმივობის გამოხატულება იყო.

ღონისძიების მსვლელობისას მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ პროექტმა მათ საშუალება მისცა, უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და ემოციურად დაახლოებულიყვნენ. 

პროექტის ხელმძღვანელმა, მარიამ ჭულუხაძემ მშობლებს მადლობა გადაუხადა  პროექტში მაღალი ჩართულობისთვის, ხოლო ფსიქოლოგმა მშობლებსა და ბავშვებს უკუკავშირი მისცა მათ შორის ურთიერთობის გასაძლიერებლად. ღონისძიებაზე განხილულ იქნა კონკრეტული მოთხრობის ანალიზიც, რომლის დასკვნაც ერთმნიშვნელოვანი იყო: მშობლებსა და შვილებს შორის გულწრფელობა უმნიშვნელოვანესია, პრობლემებზე ღიად საუბარი კი – აუცილებელი. სიმართლე არასოდეს უნდა დავმალოთ.

„ღონისძიება იყო ემოციური, საინტერესო და მრავლისმთქმელი. პროექტმა ნათლად აჩვენა, რომ „დედაშვილობა“ არა მხოლოდ მშობლებისა და შვილების, არამედ ოჯახსა და სკოლას შორის კავშირის გამტკიცებასაც უწყობს ხელს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

 იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:

ვიდეო1, ვიდეო2.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 22 ივნისიდან შეძლებთ - NAEC დეტალებზე

პედაგოგებს დავალებების სპეციფიკას გააცნობენ - შეხვედრის დეტალები

სპეცპედაგოგების საყურადღებოდ - მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს

ყველა ცვლილება, რომელიც ზოგადი განათლების კანონში შედის 

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა ჩარიცხვის ახალი წესი ცნობილია - რომელ აპილკანტებს ეხება ცვლილებები

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ სიმღერა, ცეკვა, თეატრალური ნომრები, შემოქმედებითი წარმოდგენები, ბავშვური გულწრფელობა და უსაზღვრო ენერგია

„ვულოცავთ გამარჯვებულებს დამსახურებულ წარმატებას“

საბაზო საფეხურის წარმატებით დასრლების აღსანიშნად სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართ
საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება