სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პოზიტიურია სასკოლო გარემო, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და ღირებულად გრძნობენ“- სოფიო გელაშვილი, ურავლის საჯარო სკოლის დირექტორი
13-03-2025
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი წარმატებით ხელმძღვანელობს. დირექტორი სკოლაში უსაფრთხო, კეთილგანწყობილ გარემოს უზრუნველყოფს, სადაც თითოეული მოსწავლე და მასწავლებელი დაფასებულია, მათი აზრი კი მნიშვნელოვანი.  

მისი თმით, ღირსეული მომავლის შესაქმნელად, მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების სიძლიერე, რაც გულისხმობს ერთმუშტად შეკრულ გუნდს - რომელშიც თანაბრად არიან ჩართულნი როგორც მოსწავლე-მასწავლებლები და ადმინისტრაცია, ასევე მშობლები.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს. 

- პოზიტიური სასკოლო გარემო პირველ რიგში ნიშნავს...

- უსაფრთხო გარემოს, სადაც მოსწავლეები თავს დაცულად და ღირებულად გრძნობენ, სადაც ერთმანეთს ენდობიან და ყოველთვის აქვთ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების და აზრის გამოხატვის უფლება, ისე რომ არ დაარღვიონ სხვისი უფლებები.

- მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- ნდობა, მეგობრული დამოკიდებულება და ურთიერთპატივისცემა.

- ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან... 

- ყველაზე რთული პროცესების დროს ვიგრძენი მათი გვერდში დგომა და პატივისცემა. ვფიქრობ, ეს ძალიან ღირსეული და დასაფასებელი თვისებაა ადამიანში, განსაკუთრებით კი მოზარდებში.

- სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს...

- ეს არის ერთმუშტად შეკრული გუნდი, რომელშიც თანაბრად არიან ჩართულნი როგორც მოსწავლე-მასწავლებლები, ადმინისტრაცია ასევე მშობლები. რომელთაც აერთიანებთ ერთი მიზანი - სწავლა-სწავლება უკეთესი, ღირსეული მომავლისათვის.

- ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა...

- მოტივაცია არის ძალა, რომელიც გვიბიძგებს მიზნის მიღწევისაკენ, გვაძლევს ენერგიას. ეს არის ჩემი მოსწავლეები და ჩემი შვილები, რომელთაც მინდა შევუქმნა ისეთი გარემო, სადაც თავს ყველაზე კარგად იგრძნობენ და მიიღებენ ისეთ ცოდნას, რომელიც ფესვებად ექნებათ მომავალ ცხოვრებაში.

- ნაწარმოები, რომლის წაკითხვას ყველა მოსწავლეს ვურჩევ... 

- უამრავი წიგნი და ნაწარმოები არსებობს რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი ყველა მოსწავლეს ასაკის მიხედვით. ვფიქრობ, კარგი იქნება თუ კითხვას ქართული ხალხური ზღაპრებით შევაყვარებთ პატარა ასაკიდანვე. საუკეთესო ქართველი მწერლები და მათი უნიკალური ნაწარმოებები გვაქვს საგანძურად. ეს არ უნდა დაგვავიწყდეს და შევაყვაროთ ჩვენს ახალგაზრდა თაობებს. 

- სასკოლო ღონისძიება, რომელიც მოსწავლეობისას განსაკუთრებით მახარებდა...

- ეს იყო თეატრალიზებული წარმოდგენები, სადაც ბოლომდე ვიხსნებოდით და გვქონდა საკუთარი თავის გამოვლენის საშუალებები. ასევე მიხაროდა სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

რომელი მოქმედი მასწავლებლები ვერ გავლენ ზამთარში გამოცდაზე - განმარტება

მასწავლებლებს შეუძლიათ უარი თქვან გამოცდაში მონაწილეობაზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება