| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ყვარლის მუნიციპალიტეტის, საბუეს საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, მოსწავლეები სრულფასოვნად არიან ჩართულები გაკვეთილების მიმდინარეობაში, იღებენ საფუძვლიან განათლებას, მონაწილეობენ სასკოლო ცხოვრებაში და წარმოადგენენ საინტერესო პრეზენტაციებს, რომლებიც მიმართულია მიღებული ცოდნის გაღრმავებისკენ.
ამჯერად, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროექტული სწავლების ფარგლებში, მაია ახალკაციშვილის ორგანიზატორობით, საბუეს საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა კომპლექსურად წარმოადგინეს აქტივობების სერია:
დადგეს სპექტაკლები: კინოფილმიდან „უდიპლომო სასიძო“; ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან „ხაზარულა“; ილია ჭავჭავაძის მოთხრობიდან „კაცია-ადამიანი?!“
ასევე შექმნეს ხელოვნების ნიმუშებიმ რომლებიც გამოიფინა სკოლის შიდა სივრცეში.
თელავის ვაჟა- ფშაველას სახელობის თელავის დრამატული თეატრის მსახიობის, თელავის თოჯინების თეატრის ხელმძღვანელის, მხატვარ-გრიმიორის, ქალბატონ ლალი გულიაშვილისგან აიღეს ინტერვიუ, დაათვალიერეს და გაეცნენ თელავის თეატრის საქმიანობას.
თელავის ელენე ახლედიანის სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელისა და მხატვრის ქალბატონ მაია ციხისთავისგან აიღეს ინტერვიუ, დაათვალიერეს და გაეცნენ სამხატვრო სკოლის საქმიანობას.
„მადლობას ვუხდით მეხუთე კლასის მოსწავლეებს სპექტაკლის დეკორაციების შექმნის პროცესში მონაწილეობისსთვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გასაჩივრებით ქულა მოემატა 921 ნაშრომს და დააკლდა 7-ს - აბიტურიენტთა საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...