მასწავლებელთა გამოცდის შედეგები კიდევ 6 საგანში ცნობილია
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის კიდევ 5 საგნის გამოცდის შედეგები გამოაქვეყნა.
2026 წლის საგნის გამოცდების შედეგები შემდეგ საგნებში:
- ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII)
- ისტორია (VII-XII)
- დაწყებითი (I-IV)
- ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)
- მათემატიკა (I-VI)
- ბუნებისმეტყველება (I-VI)
2026 წლის საგნის გამოცდების წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულები:
- ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII) - 43 ქულა და მეტი;
- ისტორია (VII-XII) - 34 ქულა და მეტი;
- ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
- სომხურ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
- აზერბაიჯანულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
- რუსულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;
- ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI) - 32 ქულა და მეტი;
- მათემატიკა (I-VI) - 32 ქულა და მეტი;
- ბუნებისმეტყველება (I-VI) - 32 ქულა და მეტი.
იხილეთ ასევე: მასწავლებელთა 13 საგნის გამოცდის შედეგები
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა შევიდეს ვებგვერდზე
online.naec.ge, შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და რვანიშნა პაროლი.
შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.