სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა
15-08-2026
-
+


ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს რეალიზების, მოვლა-შენახვისა და გამოცვლის წესით განსაზღვრულია ის ბენეფიციარები, რომლებსაც უფასოდ გადაეცემათ წიგნები.

პროგრამით მოსარგებლეები არიან საჯარო სკოლების მოსწავლე-მასწავლებლები და კერძო სკოლის მოსწავლეთა გარკვეული კატეგორია.

მათ წუნდებული სახელმძღვანელოების გამოცვლის უფლება აქვთ, თუმცა ამავე დოკუმენტში განმარტებულია, რომ თუ ბენეფიციარი სახელმძღვანელოს დააზიანებს, მას რესურსი უფასოდ აღარ გადაეცემა და ყიდვა მოუწევს:

ბრძანებაში ვკითხულობთ:

სახელმძღვანელოების გამოცვლა

1. იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო(ებ)ს აღმოაჩნდა იმგვარი წუნი, რომელიც შეუძლებელს ხდის მის გამოყენებას, შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსცენტრი, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით, დასაბუთებული წერილით მიმართავს შპს „საგანმანათლებლო რესურსებს“, რომელიც მიმართვის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს მიღებულ კორესპონდენციას და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს სახელმძღვანელო(ები)ს ახლით შეცვლას.

2. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ბენეფიციარი უსასყიდლოდ გადაცემულ სახელმძღვანელოს მნიშვნელოვნად დააზიანებს/გაანადგურებს ან დაკარგავს, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ შესაბამისი სახელმძღვანელოს განმეორებით უსასყიდლოდ გადაცემა არ განხორციელდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება