| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სკოლებში მხოლოდ 1-11 აგვისტოს 265 ვაკანსია გამოცხადდა.
აგვისტოს პირველი 11 დღის მონაცემებით რომ ვიმსჯელოთ, კადრებზე ყველაზე დიდი მოთხოვნა აჭარასა და თბილისშია, საგნებს შორის კი მათემატიკა, ფიზიკა და მუსიკა ლიდერობს. საგულისხმოა, რომ საჯარო სკოლებისგან განსხვავებით, სადაც ძირითადად საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებსა და სკოლის ექიმებს ეძებენ, კერძო სექტორი აქცენტს ადმინისტრაციულ და სააღმზრდელო პერსონალზე აკეთებს. თუმცა, სკოლები მხოლოდ საგნის სპეციალისტებს არ ეძებენ - მონაცემები მოწმობს, რომ საგანმანათლებლო სისტემაში მოთხოვნაა დამხმარე და სამედიცინო პერსონალზეც.
რაც შეხება სპეციალისტებს - ყველაზე მოთხოვნადია მათემატიკის, უცხოური ენის, ფიზიკის, მუსიკის პედაგოგები. აღსანიშნავია ასევე, დიდია მოთხოვნა სკოლის ექიმზე, სპეციალურ მასწავლებელზე, ასისტენტზე და დამლაგებელზე.
დეტალური ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და სრული ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებისთვის ფუნქციების გადანაწილების ბოლო დღე 14 სექტემბერია, კიდევ რა უნდა მოასწრონ სკოლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ