აბიტურიენტების ცნობარის საბოლოო ვერსია - ნახეთ, ხომ არ გაუქმდა თქვენს მიერ არჩეული პროგრამა
12-08-2026
დაკოპირებულია
-
+
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2026 წლის ცნობარის განახლებული, საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა.
კერძოდ, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2026-2027 სასწავლო წლიდან რიგი მიმართულების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს.
აღნიშნული პროგრამებია:
აგროინჟინერია - 0120120
სასურსათო ტექნოლოგია -0120123
გარემოსდაცვითი ინჟინერია - 0120121
აგრარული ტექნოლოგიები - 0120125
სატყეო საქმე - 0120119
მეცხოველეობა - 0120127
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია - 0120122
აგრონომია - 0120126
სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია - 0120124
მევენახეობა და ენოლოგია - 0120118
ვეტერინარია - 0120130
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს ასევე განახორციელებს შემდეგ პროგრამას:
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები - 0120128
ცვლილება განხორციელდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთ საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით:
უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი აკრედიტაციით განსაზღვრულ სახელწოდებასთან და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით:
„ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა“ - 0120129
ცვლილებები სხვა უნივერსიტეტებსაც შეეხო.
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალციხისა და ახალქალაქის ფილიალებში დაემატა ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
0140117
0140118
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაემატა ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა:
0970111
აბიტურიენტებმა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას უნდა იხელმძღვანელონ ცნობარის ბოლო ვერსიაში ასახული ოფიციალური ინფორმაციით და გაითვალისწინონ პროგრამებთან დაკავშირებული განახლებები.