სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რატომ არის თებერვალი ყველაზე მოკლე თვე?
24-02-2025
-
+


ნაკიან წელიწადშიც კი - დღის დამატების მიუხედავად, თებერვალი მაინც ყველაზე მოკლე თვეა. საინტერესოა თუ რატომ ერგო ზამთრის ბოლო თვეს ყველაზე ცოტა დღე?

ვინ და როდის მოიგონა თებერვალი?

რომის დაარსებიდან რომაელები მთვარის კალენდრით ცხოვრობდნენ. წელიწადი მაშინ 304 დღისგან შედგებოდა და 10 თვე გრძელდებოდა. ის მარტში იწყებოდა და დეკემბერში მთავრდებოდა. 

რომის ლეგენდარული მეფის - ნუმა პომპილიუსის (დ. 21 აპრილი, ძვ. წ. 753 ― გ. ძვ. წ. 674) ეპოქაში, დღეებისა და წლების ათვლის სისტემის განახლება გადაწყვიტეს, იმისთვის რომ კალენდარული წელიწადი გაგრძელებულიყო იმდენ ხანს, რამდენსაც მთვარე დედამიწის გარშემო შემობრუნებას ანდომებს -ანუ 354 დღე. 

თუმცა, საბოლოოდ, ახალ კალენდარში წელიწადი შედგებოდა არა 354, არამედ 355-დღისგან - ძველი რომაელები ცრუმორწმუნეები იყვნენ და ლუწ რიცხვებს ერიდებოდნენ, თუნდაც სიზუსტის ხარჯზე.

ამრიგად, ნუმა პომპილიუსის დროს კალენდარული წელი გაგრძელდა 51 დღით და დაიწყო დაყოფა 12 თვეზე, რომელიც დღეს ჩვენთვის ჩვეულია. შემდეგ კალენდარში გაჩნდა იანვარი (თავიდან 29 დღე გრძელდებოდა) და თებერვალი, რომელსაც 28 დღე ერგო. 

რატომ არის თებერვალი ასეთი მოკლე? 

თებერვალს რომაელებმა ქვესკნელის ღმერთის სახელი -  ფებრუსი (ლათინურად - Februus) უწოდეს.  ქვესკნელის ღმერთი კი ვერ იქნებოდა იმ ღმერთების სიმაღლეზე, რომელებიც ცოცხალთა სამყაროს განაგებენ. თებერვალს ნაკლები დღეები სწორედ ამ მიზეზით ერგო. 

რატომ იზრდება ნაკიან წელიწადში სწორედ თებერვალი?

რომაელებისთვის თებერვალი ყოველთვის კორექტირების ველი იყო. მაგალითად, იულიუს კეისრის რეფორმამდე, (სწორედ მან შემოიღო მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა) თებერვალს მეთორმეტე თვედ თვლიდნენ და ყოველ ორ წელიწადში ორად ყოფდნენ, რომ ნაწილებს შორის ჩაესვათ მერცედონიუსი (ლათ Mercedonius) დამატებითი თვე, რომელიც 20 დღისგან შედგებოდა. ის კალენდაში გაჩნდა იმის გამო, წლის პირველი თვის - მარტის დღეების ათვლა კლიმატური გაზაფხულის დაწყებას დამთხვეოდა. 

იულიუსის კალენდარზე (მზის კალენდარული ტიპის წელთაღრიცხვის სისტემა) გადასვლასთან ერთად ( ძვ. წ. 45 წლის 1 იანვარი) მერცედონიუსის საჭიროება გაქრა და თებერვალი წლის მეორე თვედ იქცა. თუმცა, რომაელებმა არ შეწყვიტეს ამ თვის გამოყენება დროებითი კორექტირებისთვის. ნაკიან წელიწადში მათ 366-ე დღე სწორედ თებერვალს დაამატეს. 

ნაკიანი წელიწადი კი შემოიღეს იმის გამო, რომ ჩვეული (365-დღიანი) წელიწადი არ შედგება ზუსტად 365 დღისგან, არამედ 365 და დაახლოებით ერთი მეოთხედი დღისგან, ამიტომაცა ნაკიანია თითქმის ყოველი მეოთხე წელიწადი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

მასწავლებელთა შეფასების კომისიის წევრების შერჩევის წესი სკოლებისა და რესურსცენტრებისთვის

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები, რომელთაც ფინანსური ცვლილება შეეხოთ - მინისტრის ბრძანება

დამატებითი ვალდებულება აღმზრდელებისთვის - პედაგოგები შემოწმებასა და გადამზადებას გაივლიან - საფრანგეთში რეგულაციები გამკაცრდა

პიროვნება

გაიცანით მასწავლებელი, რომელიც ეროვნულ ჯილდოზე მოსწავლემ წარადგინა - იამზე სხვილიძისა და დილისკის N1 საჯარო სკოლის წარმატების ფორმულა 

სკოლები

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

ღონისძიებას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მეგი გიორგაძე
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება