სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა მოთხოვნები აქვთ მოსწავლეებს მასწავლებლებთან - როგორ გაკვეთილებზე ოცნებობენ საქართველოს სკოლებში
05-10-2025
-
+


ზოგიერთ მოსწავლეს თავისი მასწავლებლები განსაკუთრებულად უყვარს და მათთან ემოციურ ბმას გრძნობს. მეტიც, თავად ბავშვებიც აღნიშნევნ, რომ კონკრეტული საგნით პედაგოგის გამოც კი მოხიბლულან.

ამის მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ მასწავლებლების მხრიდან სითბო და მზრუნველობა არ აკლიათ. ჩვენ მოსწავლეებს ვკითხეთ, რა სურვილები ექნებოდათ მასწავლებლების მიმართ. მათი პასუხები დამაფიქრებელი და საინტერესო აღმოჩნდა. 

მე-9 კლასის მოსწავლე ნიკოლოზი ამბობს, რომ მისთვის გამორჩეული ადგილი ფიზიკისა და გეოგრაფიის მასწავლებლებს უჭირავთ.

„ვერ ვიტყოდი, რომ ბევრი პედაგოგი მიყვარს, მაგრამ არიან გამორჩეულებიც. ესენი არიან გეოგრაფიის და ფიზიკის მასწავლებლები, რომელთა საგნებიც საერთოდ არ მერთულება. მგონი, ეს მათი დამსახურებაა. მე მათ ვუსურვებდი, რომ ბევრი საინტერესო გაკვეთილი და პროექტი ჩაეტარებინოთ. ასევე, მათი საგანი უფრო ბევრ ბავშვს რომ შეუყვარდეს, ეგ მინდა“,- ამბობს ნიკოლოზი. 

ბარბარე დამამთავრებელ კლასშია, აბიტურიენტია. მისი სურვილია, რომ პედაგოგები ბევრად უფრო ემპათიურები იყვნენ. 

„ვისურვებდი, რომ მასწავლებლების ნაწილი მოსწავლეების მიმართ მეტად ემპათიური და გამგები იყოს. ზოგჯერ, მათ ჩვენი საერთოდ არ ესმით. ყოველ შემთხვევაში, მე ეს შთაბეჭდილება მრჩება. მაგალითად, ერთხელ რვეული სახლში დამრჩა, კარგი მოსწავლე ვარ, დავალება მეწერა და დამრჩა. მასწავლებელმა არ დამიჯერა და ვგრძნობდი, რომ ცოტა აგდებულად მიყურებდა ამის გამო. მეორე დღიდან ყველაფერი მოგვარდა, მაგრამ იმ დღეს თავი უხერხულად ვიგრძენი. ამიტომ, მასწავლებლებს ვუსურვებდი, რომ ბავშვებს მეტად გაუგონ“,- ბარბარე, მე-12 კლასის მოსწავლე. 

სალომეს სურვილია, რომ ქართულის მასწავლებლებმა თავისი აღზრდილი მოსწავლეებით ყოველთვის იამაყოს.

„ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გამორჩეულად მიყვარს, ამიტომ მას ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. მინდა, მისი აღზრდილი თაობებით იამაყოს. ჩვენ იმდენად დიდი ხათრი და პატივისცემა გვაქვს მისი, რომ გაკვეთილზე მოუმზადებლები არასდროს შევდივართ. ამ ადამიანს ძალიან უყვარს თავისი საქმე და ვუსურვებ, ბოლომდე ასეთი შემართებით და მოტივაციით იყოს სკოლაში“, - სალომე, მე-11 კლასის მოსწავლე.

მე-10 კლასის მოსწავლე ანი კი, საყვარელ მაია მასწავლებელს ბედნიერებასა და საოცნებო ადგილების მონახულებას უსურვებს.

„მინდა, რომ ჩემი საყვარელი მაია მასწავლებელი ყოველთვის ბედნიერი და წარმატებული იყოს. ის ჩვენ ისტორიას გვასწავლის, რასაც ძალიან საინტერესო გვიხსნის და ყველა ყურადღებით ვუსმენთ. ასევე, ვუსურვებდი, რომ მსოფლიოს გარშემო თავისი ოცნების ადგილები მოენახულებინა“,- ამბობს ანი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებმა შუალედური და საბოლოო ანგარიშები უნდა მოამზადონ - სამინისტრომ კადრების შერჩევა დაიწყო

მოსწავლის შეფასების სახეობები, ძირითადი ამოცანები და სისტემა 

პიროვნება
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის საჯარო სკოლის დირექტორი ეკა ჩაბაიძე პასუხობს
 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეფრემოვკის საჯარო სკოლის დირექტორი ნვარდ სოგოიანი პასუხობს

სკოლები

„სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე თავისუფლად გამოხატავს საკუთარ აზრს“

 

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია კეთილგანწყობილი, ჯანსაღი გარემოს შექმნა“

 
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეზე ორიენტირებული ახალი სასკოლო-სასწავლო გეგმის შედგენა“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება