სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბაღის აღმზრდელებისაა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები
30-01-2025
-
+


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს “მწვანე ჯილდოს” კონკურსს 2024-2025 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტის და დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მასწავლებლების გამოსავლენად მთელი საქართველოს მასშტაბით. 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 მარტი. გამარჯვებული გამოვლინდება გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს.

„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელს/მეთოდისტს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებქენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან “გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და “სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.კონკურსის მიზანი გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით მიღწეული შედეგების გაზიარება, აღმზრდელთა და მეთოდისტთა მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა.

კონკურსის „მწვანე ჯილდოს” შესახებ ინფორმაციის გავრცელების და დეტალების გაცნობის მიზნით, ბაღის პრაქტიკოსებისა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის ღია კარის დღე zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება. 

საბავშვო ბაღების პრაქტიკოსებთან შეხვედრა 2025 წლის 4 თებერვალს, 16:00 სთ-ზე ჩატადება. შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/8118410626?omn=82743542658 Meeting ID: 811 841 0626

დაწყებითი კლასის მასწავლებლებთან შეხვედრა 2025 წლის 5 თებერვალს, 16:00 სთ-ზე ჩატარდება. შეხვედრის ბმული: https://us06web.zoom.us/j/8118410626?omn=85398647115 Meeting ID: 811 841 0626

დეტალური ინფორმაცია და საკონკურსო განაცხადის ფორმა განთავსებულია ცენტრის ვებგვერდზე:

საკონკურსო მასალების გამოგზავნა შესაძლებელია ელექტრონულად, შემდეგ ელ.ფოსტაზე: education@eiec.gov.ge.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება