| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში არაერთი ნიჭიერი მოსწავლე სწავლობს, რომელთა წარმატებები დირექციისა და პედაგოგებისთვის საამაყო და სასიხარულოა.
მათ შორის არიან პატარა თეატრალები საბა ნემსაძე და იოანე ძნელაძე.
ახლახან, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში წარმატებული საპრემიერო წარმოდგენა გაიმართა. მაყურებელმა ჩარლზ დიკენსის -„შობის სიზმარი“ ნახა, რომლის დამდგმელი რეჟისორი გიორგი თავაძე გახლავთ.
გასაოცარი სპექტაკლი, უამრავი მაყურებელი, ოვაცია, ნიჭის ზეიმი, მაღალი საშემსრულებლო ხელოვნება, მაყურებლის უაღრესად დადებითი მუხტი - ასეთია საერთო სურათი, რომელმაც დარბაზი მოიცვა.
სპექტაკლში დიდი ოსტატების გვერდით თეატრის სცენა დაამშვენეს სათამაშოდ მიწვეულმა სხვადასხვა სკოლის პატარა თეატრალებმა. N21 საჯარო სკოლიდან - მე-4ბ კლასელმა - საბა ნემსაძემ და მე-7ა კლასის ყოფილმა მოსწავლემ იოანე ძნელაძემ.
როგორც ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში აფასებენ, პატარა მსახიობებმა ცნობილი ხელოვანების გვერდით ძალზედ ორიგინალურად და ნიჭიერად მოირგეს თავიანთი პერსონაჟები, მაღალი შემოქმედებითი შესაძლებლობები და კრეატიული ხედვა გამოავლინეს.არაჩვეულებრივად შეძლეს საკუთარი თავის რეალიზება.
„იყო დამსწრე საზოგადოების ამაღლებული განწყობა და მაღალი შთაბეჭდილებები. პატარა მსახიობებმა სიყვარული აჩუქეს და სიხარული მიანიჭეს მშობლიურ N21 სკოლას.
უდიდესი მადლობა უნიჭიერეს რეჟისორსა და მთელს შემოქმედებითი გუნდს მიღებული დიდი სიამოვნებისათვის! კვლავაც შემოქმედებითი წინსვლა და წარმატებები ჩვენს სიამყეებს-იოანესა და საბას! ჩვენო, ძვირფასებო, ჩვენ გვჯერა თქვენი წარმატებული მომავლის!“,- აღნიშნავენ სკოლაში და მოსწავლეებს გულმხურვალედ გულშემატკივრობენ მათ შემოქმედებით გზაზე და ცოდნის მწვერვალებისკენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ