სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დიდი საახალწლო ზარ-ზეიმი ბოხვაურის საჯარო სკოლაში
10-01-2025
-
+


გია გოგუაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურის საჯარო სკოლაში საახალწლოდ ამაღლებული საზეიმო განწყობა იგრძნობოდა. 

იქ მასწავლებლების - თინათინ მელიქაძისა და ხათუნა ვაშალომიძის ხელმძღვანელობით, მე-2, მე-4, მე-5, მე-6 კლასის მოსწავლეებმა ზღაპრის პერსონაჟები „გააცოცხლეს“, მხატვრულ-მუსიკალური ნომრები შეასრულეს და სასკოლო საზოგადოებას შობა-ახალი წელი სიყვარულით მიულოცეს.

გარდა ამისა, პირველ და მე-3 კლასის მოსწავლეთა ჩართულობით, საახალწლო ზეიმი - „მრავალჟამიერ, წელო ახალო“ ჩატარდა. მათი მასწავლებლები ჟუჟუნა მალაზონია და მანანა დუმბაძე არიან. 

ღონისძიებას, სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, მშობლებიც ესწრებოდნენ და საცეკვაო ნომერშიც ჩაერთნენ. 

„2025 წელს გილოცავთ ბავშვებო, მასწავლებლებო, მშობლებო! მშვიდობა, ჯანის სიმრთელე და წარმატებები დაგბედებოდეთ“,- ასეთია სასკოლო საზოგადოების სურვილები. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო

ვიდეო 

ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება