სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ჯადოსნური წინასაახაწლო დღეები მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში
10-01-2025
-
+


გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლოს, სხვადასხვა საინტერესო საახალწლო აქტივობა გაიმართა. 

მათ შორის, პედაგოგ ეკატერინე ეპიტაშვილის სადამრიგებლო - მე-2გ კლასში „საახალწლო ვიქტორინა“ მოეწყო. მასში ამავე კლასის მოსწავლეთა ორი გუნდი: ,,ელფები" და „სანტები“ მონაწილეობდნენ. ვიქტორინა 7 ტურად გაიმართა და დატვირთული იყო როგორც ზოგადი კითხვებით, ბლიც ტურითა და ასოციაციური კითხვებით, ასევე სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვებით. ღონისძიების ბოლოს, მონაწილეებს, ვიქტორინაში წარმატებით მონაწილეობისთვის, სიგელები გადაეცათ. 

ამაღლებული საზეიმო განწყობა ჰქონდათ მასწავლებელ ნინო ივანაშვილის სადამრიგებლო - მე-2ა კლასის მოსწავლეებისაც. მათ საახალწლო განწყობა გასართობ ცენტრში აიმაღლეს, სადაც დრო სასიამოვნოდ გაატარეს.

ახალი წელი სასკოლო საზოგადოებას 1-ელია და მე-5ა კლასის მოსწავლეებმა ერთობლივად მიულოცეს. მათი კლასის დამრიგებლები ლალი შოშიაშვილი და ქეთევან ივანაშვილი არიან. 

გარდა ამისა, სკოლის ბაზაზე არსებული სამხატვრო სტუდიის - „ფერადი ფანქრების“ მოსწავლეებმა, სკოლაში, ანა მასწავლებლის ხელმძღვანელობით, საახალწლო კვირეული გამართეს. მათ გამოფენა მოაწყვეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

სკოლაში საახალწლო განწყობა 1-ელიბ კლასის მოსწავლეებმა შექმნეს. მათ ხათუნა მასწავლებელთან ერთად იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს. მოსწავლეებმა საჩუქრებიც დაიმსახურეს და ახალი წელი სასკოლო საზოგადოების წევრებს მიულოცეს. 

იხილეთ ვიდეოები და ფოტოები:

ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო;  ვიდეო





კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება