სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გრანდიოზული საახალწლო კარნავალი თამარიანის საჯარო სკოლაში
10-01-2025
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წარმოჩენა-განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამას ადასტურებს ის აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც სკოლაში სასწავლო წლის განმავლობაში ტარდება.

მათ შორის იყოს საახალწლო კარნავალი, რომელიც სკოლაში 26 დეკემბერს ჩატარდა. კარნავალში სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ სხვადასხვა მუსიკალური ნომერი შესანიშნავად შეასრულეს და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურეს.

ღონისძიების მიზანი, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, შემოქმედებითი უნარების განვითარება, მშობლების ჩართულობა და ხელშეწყობა იყო.

სკოლაში ღონისძიების მონაწილეებს მადლობას უხდიან და ახარებთ მათი აქტიურობა და შემოქმედებითობა. 

„დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ სასკოლო საზოგადოებას, მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს გაწეული თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

გილოცავთ ახალ 2025 წელს“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო1, ვიდეო2, ვიდეო3, ვიდეო4, ვიდეო5, ვიდეო6, ვიდეო7, ვიდეო8, ვიდეო9, ვიდეო10, ვიდეო11, ვიდეო12, ვიდეო13, ვიდეო14, ვიდეო15, ვიდეო16, ვიდეო17, ვიდეო18 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება