| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა მოსწავლეებს ხარისხიან განათლებას აძლევს, რაც მოსწავლეთა მოტივაციასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. სკოლას არაერთი საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლე და ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.
წლის მიწურულს, წარჩინებული ახალგაზრდები სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის კომპიუტერებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყობენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„ჩვენო საყვარელო კურსდამთავრებულებო, მედალოსნებო და მოსწავლეებო, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაასრულეთ, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა გილოცავთ წარმატებებს, თქვენმა შრომამ, მონდომებამ და მიზანსწრაფულობამ განსაკუთრებული შედეგი მოგიტანათ.
ეს არის თქვენი წარმატების მხოლოდ დასაწყისი, რომელიც კიდევ არაერთი ახალი გამოწვევის და მიღწევის წინაპირობა იქნება.
ამასთან, გილოცავთ ახალ 2025 წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და უსაზღვრო შესაძლებლობებს.
დაე, თქვენი ცოდნა და უნარები იყოს თქვენი სიძლიერე, თქვენი ოცნებები კი – ის ძალა, რომელიც გაბედულად მიგიყვანთ მიზნებამდე. ჩვენი სკოლა ყოველთვის იამაყებს თქვენით!“,- აღნიშნულია სკოლის გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ