| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯის საჯარო სკოლაში წინასაახალწლოდ ზღაპრული საზეიმო განწყობა დატრიალდა.
25 დეკემბერს, მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებელ მაია ალადაშვილის ხელმძღვანელობით, გამართეს საახალწლო ღონისძიება - „სტუმრად პეპისთან ჩაიზე“. პეპის როლს ასრულებდა მე-10 კლასის მოსწავლე ლიზი ქურციკიძე.
ბავშვებმა სცენაზე ზღაპრის პერსონაჟები გააცოცხლეს და არაერთი წარმოდგენა გამართეს. შესანიშნავად მოირგეს კონკიას, ელზას, მძინარე მზეთუნახავის, ნაცარქექიას, დევის და პინოქიოს როლები. იცეკვეს და იმხიარულეს თოვლის ბაბუასთან და პეპისთან ერთად.
მოსწავლეებმა ერთმანეთსა და დამსწრე საზოგადოებას ჯადოსნური განწყობა აჩუქეს.
„დიდი სიყვარულითა და კეთილი სურვილებით ვულოცავთ ჩვენს პატარებს შობა-ახალ წელს და ვუსურვებთ ულევ სიხარულს, სიყვარულს და წარმატებებს სწავლაში“,- აღნიშნავენ სკოლაში, სადაც მოსწავლეთა განწყობასა და მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ