| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში სასწავლო სემესტრი არაერთი საინტერესო ღია გაკვეთილითა თუ საინტერესო აქტივობით შეჯამდა.
მათ შორის, მე-4 კლასში ჩატარდა საინტერესო ღია გაკვეთილი მათემატიკაში, რომელსაც მასწავლებელი ხათუნა შულაია ხელმძღვანელობდა.
გაკვეთილის თემა გახლდათ - „რიცხვების შეკრება და გამოკლება, ამოცანების ამოხსნა“. სასწავლო პროცესის დროს პედაგოგმა მრავალფეროვან აქტივობებსა და სასწავლო რესურსებს მიმართა.
გაკვეთილის მიზანი იყო შეკრება-გამოკლებაზე ცოდნის განმტკიცება. განვლილი მასალის გამეორება, მსჯელობა-დასაბუთების უნარის განვითარება. რიცხვების გამოკლებისა და შეკრების გამოყენება ამოცანების ამოხსნისას.
მოსწავლეები აქტიურად, დიდი ინტერესითა და ხალისით ჩაერთნენ საგაკვეთილო პროცესში:
ჯგუფური მუშაობით შეასრულეს მითითებული დავალებები, შეავსეს კროსვორდი;
შეასრულეს სახალისო აქტივობა - „მხიარული კამათელი“.
ღია გაკვეთილს სკოლის დირექტორი ნანა ჯგერენაია ესწრებოდა.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ