| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის 19 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ზრუნავს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და აქედან გამომდინარე, მიღებული ცოდნის განსამტკიცებლად ბავშვებთან ერთად სხვადასხვა პროექტში მონაწილეობენ.
ამის დასტური გახლავთ პროექტი „ჩვენ მივდივართ მუზეუმში“, რომლის ფარგლებშიც, ქუთაისის 19 საჯარო სკოლის მე-6 „ა“ კლასის მოსწავლეები, პედაგოგის - ნატო კლდიაშვილის ხელმძღვანელობით ქუთაისის დ. მხეიძის სახელობის. ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმს ესტუმრნენ.
მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი მე-19-მე-20 საუკუნეების ფოტო-კინო გადამღები ტექნიკური მოწყობილებები; ამავე დროს მიიღეს სრული ინფორმაცია ამავე პერიოდის ქუთაისელ ფოტოგრაფთა და კინოხელოვანთა შესახებ.დაათვალიერეს წინა ეპოქის ქართული კულტურის ძეგლებისა და ძველი ქუთაისის ამსახველი ფოტოები.
„მადლობა მუზეუმის თანამშრომლებს გულთბილი მიღებისათვის. წარმატებები ვუსურვოთ პროექტის მონაწილეებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ