სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა“ - ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საახალწლო კაფე-საღამო უდაბნოს საჯარო სკოლაში
04-01-2025
-
+


საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი, მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული ღონისძიებებით გაჯერებული პირველი სასწავლო სემესტრი ნაყოფიერად დასრულდა. აღინიშნა არაერთი მნიშვნელოვანი თარიღი თუ მოვლენა.

რა თქმა უნდა, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ანა კალანდაძის საუკუნოვანი იუბილე.  წელს პოეზიის დედოფლის - ანა კალანდაძის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. ამ განსაკუთრებულ თარიღს სკოლაში ღონისძიება მიეძღვნა. 

მე-7 კლასში (ხელმძღვანელი როზა თავაძე) ჩატარდა საახალწლო კაფე-საღამო, სახელწოდებით - „შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა“.

მოსწავლეებმა პოეტის შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, მხატვრულად წაიკითხეს მისი ლექსები, გაიხსენეს ნაკლებად ცნობილი დეტალები ანა კალანდაძის ცხოვრებიდან. შესრულდა არაერთი მუსიკალური ნომერი.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მუსიკალურად აფორმებდა სკოლის მუსიკის მასწავლებელი ნათია საბაშვილი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება