სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გომაროს საჯარო სკოლის მოსწავლეთა შემოქმედებითი და ფერადი საახალწლო ღონისძიება
31-12-2024
-
+


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ გომაროს საჯარო სკოლაში დაუვიწყარი და შთამბეჭდავი საახალწლო ღონისძიება გაიმართა. 

ღონისძიების სამზადისში აქტიურად იყო ჩართული სკოლის ყველა მოსწავლე. ბავშვებმა ზეიმზე წარადგინეს სხვადასხვა საინტერესო და სახალისო ნომერი.

მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები. ღონისძიების დასასრულს კი სკოლის დირექტორმა - თენგიზ გობაძემ ყველას მიულოცა დამდეგი ახალი წელი. მან, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს საახალწლო საჩუქრები გადასცა და კეთილი სურვილები უსურვა. 

სასკოლო საზოგადოება დირექტორს და მოსწავლეებს ამ დღის გალამაზებისთვის მადლობას უხდის.

„მადლობა ჩვენს მოსწავლეებს მონდომებისა და თავდაუზოგავი შრომისთვის, ხოლო სკოლის დირექტორს, ბატონ თენგიზ გობაძეს ამ დღის გალამაზებისთვის.

გომაროს საჯარო სკოლა გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიკეთის, ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს ახალი 2025 წელი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

სკოლები, რომელთაც მინისტრის ბრძანებით, ცვლილება შეეხოთ

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება