სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღვანკითის საჯარო სკოლის მე-6 კლასელებმა საქართველოს სხვადასხვა კუთის ღირსშესანიშნაობებებს საინტერესო პრეზენტაცია მიუძღვნეს 
31-12-2024
-
+


გურამ ქარქაშაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითის საჯარო სკოლაში პირველი სასწავლო სემესტრი საინტერესო აქტივობებით იყო გაჯერებული, რომლებშიც მოსწავლეები დიდი ინტერესით ერთვებოდნენ.

მათ შორის აღსანიშნავია, საინტერესო და ნაყოფიერი პრეზენტაცია მეექვსე კლასში. 

პრეზენტაცია, საგანების - „ჩვენი საქართველოსა“ და ქართული ენისა და ლიტერატურის ფარგლებში ჩატარდა, მას კი, როგორც სკოლაში აფასებენ, ენერგიული და ნიჭიერი მასწავლებლები,  ელისო ჩიქოვანი და კლასის ხელმძღვანელი მადიმი დოლაკიძე ხელმძღვანელობდნენ. 

მოსწავლეებმა შეისწავლეს საქართველოს კუთხეები: ქართლი, კახეთი, იმერეთი, გურია, სამეგრელო, ლაჭა-ლეჩხუმი, ფშავ- ხევსურეთი.

შეიქმნა ჯგუფები, ინტერესების მიხედვით გადაინაწილეს წარმოსადგენი კუთხეები. მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, დაბეჭდეს ფოტოები, მოამზადეს პოსტერები, ასევე მოამზადეს ელექტრონული რესურსები pover point-ში.

მოსწავლეთა ერთმა ნაწილმა ისაუბრა კახეთის ღირსშესანიშნაობების შესახებ. გაიხსენეს იყალთო, გრემი, ალავერდი, ახალი შუამთა, ძველი შუამთა, წმინდა ნინოს მონასტერი, ერეკლე მეფის მუზეუმი თელავში, ალექსანდრე ჭავჭავაძის მუზეუმი წინანდალში, ილია ჭავჭავაძის მუზეუმი ყვარელში.

მეორე ჯგუფმა სამცხე-ჯავახეთი წარადგინა. არ დავიწყებიათ: ქვაბისხევის ბაზილიკა, შოთა რუსთაველისა და იას ფრესკები, გრიგოლ ხანძთელის აშენებული მწვანე მონასტერი, ბორჯომის პარკი, ახალციხის რაბათი, ხერთვისის ციხე, ვარძია-კლდეში ნაკვეთი ქალაქი.

მესამე ჯგუფს წილად ხვდა საქართველოს მთიანეთის წარადგინა. მოსწავლეებმა ისაუბრეს ანანურის ციხის შესახებ, გაიხსენეს ჟინვალჰესი, ჩარგალი და ვაჟა-ფშაველა დარიალის ხეობა და ყაზბეგი მდინარეები: თერგი,შავი და თეთრი არაგვი.ხევსურეთის შატილი და თუშეთის ომალო. ისაუბრეს ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მთის , ბარისა და დასავლეთ საქართველოს დიალექტებზე.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობა იყო ინტეგრირებული, ჩვენი საქართველოსა და ქართული ლიტერატურის. 

სკოლაში გააზრებული აქვთ, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში მრავალმხრივი უნარების განვითარებას.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რა შემთხვევაში მოუწევთ საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებს განახლებული სახელმძღვანელოების ყიდვა

უქმდება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების პროგრამა - ეხებათ თუ არა ცვლილება მოქმედ სტუდენტებს

სპეცმასწავლებლებლების საყურადღებოდ - მთავარი ცვლილებები სტანდარტსა და კადრების გადამზადებას შეეხება

თუ არ ეთანხმებით მიღებულ შეფასებას, გაასაჩივრეთ - NAEC-ის განმარტება მასწავლებლებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მანდატურის სამსახური რეკომენდაციებს ავრცელებს

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

მეოთხეკლასელებმა მრავალფეროვანი მუსიკალური, ლიტერატურული და შემოქმედებითი ნომრები წარმოადგინეს

სკოლის ადმინისტრაციამ წარჩინებულ ახალგაზრდებს წარმატება მიულოცა

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს ულოცავენ ჯილდოს მიღებას და მათ ნათელ და წარმატებულ მომავალს უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება